რეზონანსი
03.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.

მარია ვან კერხოვემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვირუსოლოგებმა SARS-CoV-2-ის 40 000-ზე მეტი სრული გენომის სეკვენსირება მოახდინეს. თანმიმდევრობა კი მცირე და ნორმალურ მუტაციებს ცხადყოფს, თუმცა არაფერი ისეთი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსი მეტ-ნაკლებად საშიშია.

„ვირუსი სტაბილურია, შედარებით სტაბილურია. მუტაციას არ განიცდის ისე, რომ უფრო გადამდები ან უფრო მწვავე გახდეს", - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მაიკ რაიანმა, რომელიც ჯანმოს საგანგებო პროგრამას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მუტაციები, რომლებიც ვირუსს უფრო მომაკვდინებელად აქცევს, ნაკლებად სავარაუდოა ვირუსის საკუთარი ბიოლოგიური ინტერესის გამო.

„ვირუსის ინტერესს არ წარმოადგენს მეპატრონეს ძალიან დიდი ზიანი მიყენოს. მას სურს გადარჩენა. ჩვენ არ გვინახავს რაიმე განსაკუთრებული სიგნალი ვირუსის ქცევაში ან მის თანმიმდევრობაში, რამაც შეიძლება გვაფიქრინოს, რომ ვირუსის ბუნება შეიცვალა", - დასძინა მან.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
..   (04.06.2020)
რას ბოდავს ახლა ეს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×