რეზონანსი
04.06.2020

გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ახალციხეში, 2020 წლის 25 მაისს, რუსეთიდან დაბრუნებულ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს ცნობილი ხდება რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირები ახალციხის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატის, კობა გელაშვილის ოჯახთან არიან დაკავშირებულები. 

ადგილობრივების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ კობა გელაშვილმა პრივილეგიები გამოიყენა, რის გამოც კარანტინისათვის საჭირო აუცილებელი პირობები დაირღვა… 

შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურის თანამშრომლები კარანტინში გადაჰყავთ. საუბარია 30-დან 40 ადამიანამდე, რომლებსაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდათ კოვიდინფიცირებულების კლასტერთან.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
eka   (04.06.2020)
რა პრივილეგიები და ვის აქვს კორონავირუსის დროს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×