რეზონანსი
04.06.2020

ქუთაისის ცენტრში მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის ახალი დეტალები ხდებაცნობილი - კონფლიქტი მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გელა თოფურია საკუთარი ეზოდან გამოდიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დააზიანა. კონფლიქტიც ამის შემდეგ დაიწყო.

როგორც თოფურიას მეზობლები ამბობენ, ადგილი ჰქონდა ჩასაფრებას. სავარაუდოდ, მეეზოვემ დახმარების მიზნით ახლობლებს მიმართა, რის შემდეგაც თოფურიამ გაისროლა.

"შვიდიდან ცხრა საათამდე დავინახე სამი კაცი ჭიშკართან, ჩაცუცქულები, ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ჩასაფრებულები იყვნენ. მერე დავინახე, რომ გელამ გააღო ჭიკარი, შეცვივდნენ და დაიწყო გელას მიმართ ფიზიკური დაპირისპირება", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა.

წყარო: ნიუპოსტი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×