რეზონანსი
04.06.2020

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საზღვრის დადგენის საკითხზე ორმხრივი კომისია მუშაობს.

„მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გავქვს, რომ დადგინდება სიმართლე... მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება", - განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიო გარეჯობასთან დაკავშირებით დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Ra Azerbaijani   (04.06.2020)
6 000 გარეჯელი მოწამე — წმიდანი ექვსი ათასნი მოწამენი, დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილნი (გ. 1616). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი. ხსენების დღე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს

ივანე   (04.06.2020)
არ ჰყავს საქართველოს ძმები და ნუ აბოლებთ ქართველებს. საქართველოს ჰყავს უჯიგრო და უტრაკო რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოს მოქალაქეები.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×