რეზონანსი
04.06.2020

დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ქალაქ თეთრიწყაროში 25 აპრილს დაფიქსირდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა,ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩაიკეტა მუნიციპალური ცენტრი.

გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია, მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესებში ჩართულ ყველა პირსა თუ უწყებას, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრს გაწეული დაუღალავი შრომისთვის", - განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×