რეზონანსი
04.06.2020

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მომაკვდინებელი ვირუსის მეორე ტალღის სიმძიმეზე აფრთხილებს. WHO-ს ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორის ჰანს კლიუგეს განცხადებით, შემთხვევების რაოდენობა მცირდება თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა.

"პანდემია არ დასრულებულა, ევროპის ქვეყნები და არამარტო, კორონავირუსის მეორე, დამანგრეველი ტალღისთვის უნდა მოემზადონ. ქვეყნებმა დრო გონივრულად უნდა გამოიყენონ და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება დაიწყონ. ასევე აუცილებელია საავადმყოფოებში, პირველადი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გაძლიერება. სინგაპური და იაპონია ის ქვეყნებია, რომლებიც ხვდებიან, რომ ჯერ ზეიმის დრო არ არის და ყველაფერი წინაა, ისინი ემზადებიან მეორე ტალღისთვის", - აცხადებს ჰანს კლიუგე.

კლიუგემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა უფრო გამანადგურებელი იყოს და ამასთან სხვა ვირუსების გააქტიურების პერიოდს დაემთხვეს.

"ძალიან შეშფოთებულია ვარ იმით, რომ შემოდგომაზე შესაძლოა ორმაგი დარტყმა მივიღოთ: კორონავირუსთან ერთად გააქტიურდეს სეზონური გრიპი ან წითელა. მაგალითად, ორი წლის წინ, ამ პერიოდში, დაახლოებით 500 000 ბავშვი გვყავდა, რომელთაც წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული", - განაცხადა ჰანს კლიუგემ.

Report.ge

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×