რეზონანსი
06.06.2020

სარკინიგზო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან გამოქვეყნებული რეკომენდაციებისშემუშავების პროცესში „საქართველოს რკინიგზა" ჩართული იყო. ჩვენ ამ პერიოდისგანმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდანყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობდა, - ამის შესახებ Imedinews „საქართველოს რკინიგზის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა კაჭარავამ განუცხადა.

მისი თქმით, კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა COVID19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. „ახლა კი ვემზადებით სეზონისთვის. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული გვაქვს მგზავრობისსპეციალური ინსტრუქცია, კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებსჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველავაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისშემთხვევაში კი არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. „საქართველოს რკინიგზა" მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის", - განაცხადა ნიკა კაჭარავამ.

არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება. როგორც Imedinews-ისთვის გახდა ცნობილი არ გაიზრდება მგზავრობის საფასური.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×