რეზონანსი
06.06.2020

2 ივ­ნისს, ბა­თუ­მის ცენ­ტრში და­კა­ვე­ბუ­ლი თურ­ქე­თის 9 მო­ქა­ლა­ქის საქ­მეს, რო­მელ­თაც წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­დეს, "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" ადევს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვის, ტა­რე­ბი­სა და დამ­ზა­დე­ბის მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

თუმ­ცა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ძი­ე­ბას ბრა­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ნა­წილ­ში არ წა­რუდ­გე­ნი­ათ. მი­სი­ვე თქმით, ტე­რო­რიზ­მი გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნეს, რის გა­მოც, სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია, რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბა­თუმ­ში, ან რა­ტომ მო­უ­წი­ათ უკა­ნო­ნოდ სა­ზღვრის კვე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

"ამ გზით შემოვიდნენ ჩატაევი და მისი რაზმი... რაღაც წესრიგში არ არის" - ვინ არის თურქი ბინალი ჩამქოზი, რომლის დაჯგუფების წევრები ბათუმში დააკავეს

2 ივ­ნისს, ბა­თუ­მის ცენ­ტრში და­კა­ვე­ბუ­ლი თურ­ქე­თის 9 მო­ქა­ლა­ქის საქ­მეს, რო­მელ­თაც წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­დეს, "გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო" ადევს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნის, შე­ნახ­ვის, ტა­რე­ბი­სა და დამ­ზა­დე­ბის მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

თუმ­ცა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ძი­ე­ბას ბრა­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ნა­წილ­ში არ წა­რუდ­გე­ნი­ათ. მი­სი­ვე თქმით, ტე­რო­რიზ­მი გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნეს, რის გა­მოც, სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.

შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია,რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ბა­თუმ­ში, ან რა­ტომ მო­უ­წი­ათ უკა­ნო­ნოდ სა­ზღვრის კვე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, "და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ჩა­ი­შა­ლა.

შე­კი­თხვა­ზე, ჰქონ­დათ თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლებს სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლის­გან სახ­ლი ნა­ქი­რა­ვე­ბი, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ისა­უბ­რებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია თურ­ქეთ­ში მოქ­მე­დი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის 9 წევ­რი, რო­მელ­თა ლი­დე­რი ბი­ნა­ლი ჩამ­ქო­ზია. თა­ვად ლი­დე­რის და­კა­ვე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ სა­უბ­რობს. სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც არ უხ­სე­ნე­ბია ბი­ნა­ლი ჩამ­ქო­ზი, თუმ­ცა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ის ჩვენს ქვე­ყა­ნას აფა­რებს თავს.

მის დაჯ­გუ­ფე­ბას ბრა­ლად იზ­მი­რის ვიცე-მე­რის აფეთ­ქე­ბა და მისი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მან ეს საქ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან და­გეგ­მა, 12 იან­ვარს აფეთ­ქე­ბა სცა­დეს და ამის შემ­დეგ თურქ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ექ­ცნენ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (07.06.2020)
Чемзе каргад Китованс албат рамодениме адамиани ицнобс. Рац шеехеба карг сахелс, ес кидев сакитхавиа родис. Ту бавшвоба гаквт мхедвелобаши ес схва амбавиа, бавшвобаши ар вицнобди. Медеа! тквен националеби да имати гегмеби геландебат квелган, албат самзареулошиц.

მედეა   (07.06.2020)
1) გიულენის მომხრეების ახალ დევნას დაემალნენ ალბათ აქ 2) გიორგი არველაძის გეგმის ხორცშესხმა დაიწყეს ალბათ, ნაცებმა და ბ ო ე ვ ი კ ე ბ ი შემოიყვანეს 3) დევი ჭანკოტაძე შემთხვევით არ გააქტიურდებოდა. კიდევ რამდენი ხ ა ფ ა ნ გ ი გველის იმ გეგმის მიხედვით, ბატონო დევი?! გამოვცადეთ ჩვენ გადატრიალებები და რევოლუციები ამ 30 წლის მანძილზე, ძალიან გვეშინია და ვ უ ფ რ თ ხ ი თ მას. ჭკვიანად იყავით, ის სახელი რაც გაქვთ საგინებლად არ გაიმეტოთ. კიტოვანსაც კარგი სახელი ჰქონდა ბუნტის მოწყობამდე!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×