რეზონანსი
07.06.2020

სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა შეჩერდა თავიდანვე სწორედ დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილების საფუძველზე.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოფელ ნაღვარევის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქოსდა მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას:

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა შეჩერდა თავიდანვე სწორედ დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილების საფუძველზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არც ერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. დუშეთის მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიას შეექმნას რაიმე საფრთხე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×