რეზონანსი
07.06.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო ზონას უკავშირდება.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 809 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 674 უკვე გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 3161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285 პირი. საქართველოში კრონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×