რეზონანსი
29.06.2020

ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, რომელია ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მომავალზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია, ვინ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც შეთანხმება შეასრულეს და ასევე, საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, ორი პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო", რომელთაც, სამწუხაროდ, ელემენტარული პირობის შესრულება ვერ შეძლო და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც საჯარო დაპირება ჰქონდათ მიცემული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შეფასებისას.

„ნამდვილად შემაშფოთებელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო" უკვე ორი კვირის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებას, რომ მათ სურთ, ეს ცვლილებებიცავარდეს. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ ხმამარლა კაკეთებულ განცხადებებს დემოკრატიაზე. ასევე, ეწინააღმდეგებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ამ ორმა პარტიამ დადო საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა „ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო", გამოჩნდა, რომ ისინი ქვეყანას წარსულისკენ ექაჩებიან, მეორე მხარეს კი, დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, „ქართული ოცნება" და ახალი ოპოზიცია, რომელმაც საკუთარი პირობა შეასრულა და მხარი დაუჭირა სსაკონსტიტუციო ცვლილებებს" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო" არ მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×