რეზონანსი
29.06.2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის განხილვის ძირითად საკითხს, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება და სტაციონარში და საკარანტინო ზონებში მოთავსებული პირების არჩევნებში მონაწილეობა იყო.

სალაძის თქმით, ამ პროცესის განხილვაში ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, მაგრამ სწორება არის იმაზე, რომ მოსახლეობის მაქსიმალურმა რაოდენობამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

თუმცა მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს რეალობა შესაძლოა, შეიცვალოს.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ეს იყო არჩევნები და პანდემია, შესაბამისად, წარმოდგენილი იყო შემოთავაზება, რომლის ძირითადი ნაწილი ბუნებრივია უკავშირდება ერთის მხრივ უბნებზე ეპიდემიური თვალსაზრისით უსაფრთხოებას და მეორე მხარე ეს არის, კარანტინში და სტაციონარში მყოფი პირების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს, მაგალითად, ცესკომ, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა კონსულტირება საჭირო ჯანდაცვის სამინისტროსთან, ან იქნება თუ არა რაიმე ისეთი ტესტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ წინასწარ ვივარაუდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო ამ მიმართულებით.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რაზეც საიამ ისაუბრა, ეს არის გასაჩივრების უფლება - თუ კი არ იქნება ჩატარებული არჩევნები კონკრეტულ უბნებზე, მაგალითად ეს კარანტინი იქნება, თუ სტაციონარი გადასატანი ყუთის საშუალებით, ექნებათ პირებს გასაჩივრების უფლება თუ არა. ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს ამაზე პასუხი დადებითი აქვთ. პასუხი ჩაიწერება და დაზუსტდება, გარდა ამისა ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ უნდა მოხდეს ბიულეტენების დათვლა, მაგალითად სტაციონარში, როცა ადამიანი აძლევს ხმას და კარანტინში ის შეერევა სხვა ბიულეტენებს თუ ცალკე მოხდება მათი დათვლა. უფრო მეტი ტექნიკური საკითხია. ჩემი შეფასებით ზოგადი მზაობა არის ის, რომ პირველადი შეფასებით წარმოდგენილი დოკუმენტი მიუთითებს იმას, რომ სწორება არის,რომ მაქსიმალურად ბევრმა პირმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და შეზღუდვები იყოს უფრო ნაკლები, თუმცა ცხადია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება, ეს რეალობა შეიცვალოს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×