რეზონანსი
29.06.2020

დღეს ისტორიული დღეა, 30 წელია ქვეყანამ ვერ მოახერხა საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე, ან მასთან მიახლოებულ სისტემაზე გადასულიყო. დღეს ეს არა მხოლოდ ქვეყანამ, „ქართულმა ოცნებამ“ და საზოგადოებამ ერთად მოახერხა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამით არის ისტორიული ეს დღე, რომელიც ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ისტერიული აღმოჩნდა. ამას მოწმობდა მათი დღევანდელი განცხადებები. პარლამენტს გარეთ დაგეგმილი, დაანონსებული და დაორგანიზებული უკვე აღსრულებული აქცია. მათი ახალგაზრდული ფრთის და წარმომადგენლების და ამდენად არაადეკვატურობა რბილად რომ ვთქვათ არ არის მგონი სწორი, როცა შენი ქვეყანა 30 ათწლეულის შემდეგ ახერხებს იმას, რასაც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ითხოვდა და რაზეც შეთანხმება მოხდა 8 მარტს. ამის შეფუთვა, რომელიღაცა კრიმინალის გათავისუფლების მოთხოვნით, არის ძალიან ცუდი.

ამ ყველაფერს მოწმობდა ჩვენი ფასილიტატორი ელჩების განცხადებაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის განცხადება, სადაც ისინი ჩვენს ოპონენტებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ასეთი მძიმე შეურაცხყოფისგან. კერძოდ საუბარია გერმანიის ელჩზე, რომელიც ბოლო დღეებში მძიმე შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს, რომელთაც უდიდესი როლი შეასრულეს ამ მიზნის მიღწევაში. რომ არა მათი ეს ძალისხმევა, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად ნებისა და იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უკვე ეწერა, რომ ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (29.06.2020)
რა მაგარი სირი ხარ. დედა მოგიტყნეს და მ8გაღებინეს. რურუასაც გამოუშვებთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×