რეზონანსი
30.06.2020

თბილისში ახალგაზრდას ურთიერთშელაპარაკების დროს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
***   (30.06.2020)
ვააააა ,რა გაფუჭებული ტელეფინივით ხართ,ბიჭმა შეასხა შეყვარებულ გოგოს,რა სიყვარული სცოდნია რა ,ფუ არაკაცი მანიაკი.

😈   (30.06.2020)
აი მაგ შ.გ.-ს უნდა მოუტყნან ოჯახი ასეთი საქციელისათვის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×