რეზონანსი
30.06.2020

შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით ვრცლად ვერ ისაუბრებს და ახლა მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ გასცეს.

მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

"ძალიან მძიმე შემთხვევაა ეს და პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული.

ჩართულები ვართ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდგომ გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება.

დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს ამ მიმართულებით წავედით. ყველა, როგორც დაკავებულების ადვოკატები და ასევე დაზარალებულის ოჯახის ადვოკატი ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ. მაქსიმალურად გახსნილები ვართ. თუ რამე ბრალდება აქვთ შეუძლიათ გვითხრან, ვემსახურებით ყველას," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×