რეზონანსი
01.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძა ,,მთავარი არხის" დირექტორს ნიკა გვარამიას მიმართავს და მოწუდებს თავი დაანებოს ოჯახს:

„არანაირი უნდობლობა გამოძიებასთან არ გვაქვს, ერთობლივ ღონისძიებებს ვახორციელებთ, ვაანალიზებთ ვითარებას. ერთადერთ რამეს ვგრძნობ ზოგიერთი არხისგან, რომ მოხდეს თემის პოლიტიზება. მიხედოთ თავიანთ თავს, მიხედონ თავის ინტერესებს და ჩვენ თავი დაგვანებონ.

ნიკა გვარამია პირადად მოდიოდა ჩემთან, მოჰყავდა თავისი ახლობლები და ნათესავები, რომლებთანაც ახლა ვმეგობრობ და ერთმანეთზე კარგი, თითით საჩვენებელი ადამიანები არიან. მოჰყავდა და მეუბნებოდა, შენს მეტს ვერავის ვენდობი, შენი კვალიფიკაციის გარდა მე ვერავის ჩავაბარებ ამ ხალხსო. შე დალოცვილო, სამოსანი თუ ვიყავი, კუდ-ის და სოდ-ის აგენტი თუ ვიყავი, კლიენტი თუ საერთოდ არ მყავდა, რას ერჩოდი იმ ხალხს, ჩემთან რომ მოგყავდა.

ომს არ ვაპირებ, მაგის ნერვები არ მაქვს, გადართული ვარ, ბავშვზე უნდა დავადგინო სიმართლე. ეს არის ჩემი ნომერი პირველი ამოცანა და ვიცი, რომ დავადგენ კიდეც. მაგას უნდა პოლიტიკური შეკვეთები, წავიდეს და თავის თავს მიხედოს, ამ ოჯახს თავი დაანებოს“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
dato   (01.07.2020)
gvaramia nagavi

😈   (01.07.2020)
გვარამიას კაცობა ვის გაუგია?

გალელი   (01.07.2020)
100% მართალი ხართ.რა დროს პაექრობის გამართვაა გვარამიავ, დაშოშმინდი,შუბლის ძარღვი სულ გაიწყვიტე?მოეშვი და მიეცი ოჯახს საშუალება თავად არკვიონ . შენ ვინა ხარ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×