რეზონანსი
01.07.2020

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის, რომ კა­ხას კალაძეს, ძმის - ლევან კალაძის გარ­და, კი­დევ ორი და თა­მუ­ნა და ეკა ჰყავს, რომ­ლე­ბიც კა­ლა­ძის მა­მას კარ­ლო კა­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში კარ­ლო კა­ლა­ძე ირა ფუ­თუ­რი­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. გო­გო­ნე­ბი 3 და 5 წლის იყ­ვნენ, რო­დე­საც ოჯა­ხი და­ინ­გრა. მე­ო­რე მე­უღ­ლე ქორ­წილ­ში ნახა. კარ­ლო კა­ლა­ძე მა­შინ პირ­ველ მე­უღ­ლეს ორი წლის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო.

 თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად იც­ნობს, რად­გან მე­უღ­ლეს­თან ერ­თად "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია... უფრო მე­ტიც, მისი სიძე პა­ა­ტა აბუ­ლა­ძე პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ეკა კა­ლა­ძე პე­დი­ატ­რია, ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ახა­სი­ა­თე­ბენ თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია, კე­თი­ლი და ძა­ლი­ან არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. ჰყავს ოჯა­ხი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცხდი­ლობს თავი შე­ი­კა­ვოს აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან.

სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით კა­ლა­ძეს დებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. უმ­ცროს ძმას­თან უფრო ახ­ლოს არის თა­მუ­ნა კა­ლა­ძე, ეკა, კი რო­გორც ზე­ვით ვწერ­დით, მშვიდ ცხოვ­რე­ბას არ­ჩევს.

კარ­ლო კა­ლა­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნე­ბის დედა, ირა ფუ­თუ­რი­ძე მე­ო­რედ აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×