რეზონანსი
01.07.2020

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2 ივლისიდან აუქმებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვასი და ჩინეთს.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ივლისს მიიღო. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მოხსნა არ შეეხება იმ ქვეყანებს, რომელთა მოქალაქეებს შეზღდუვები მანამდე ევროკავშირმა მოუხსნა. იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქდება შესვლის შესაძლებლობების საპასუხო დაშვებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×