რეზონანსი
02.07.2020

აბიტურიენტს გამოცდის დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნება, გარკვეულ პირობებში შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც პირბადით აუცილებლად უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება დეზობარიერით უზრუნველყოფილი, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება.

რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვაც",- აღნიშნა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×