რეზონანსი
02.07.2020

სომხეთში გასულ ერთ დღეში კორონავირუსის კიდევ 593 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 26 658 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ გასულ დღე-ღამეში ვირუსს 6 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 459 ლეტალური შემთხვევაა.

განკურნებულთა რიცხვი 15 036 შეადგენს, 11 010 ადამიანი მკურნალობას აგრძელებს.

ქვეყანაში კორონავირუსზე სულ 115 765 ტესტია გაკეთებული.

სომხეთში მძიმე ეპიდემიოლოგირ სიტუაციაზე მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრისას ნიკოლ პაშინიანმა გაიხსენა, რომ მსოფლიოში 10 მილიონი ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული და განაცხადა, "დავუშვათ, 20 ათასი შემთხვევა ჩემი შეცდომის გამოა. და დანარჩენი 10 მილიონი მსოფლიოში?"

პაშინიანის თქმით, გუშინ, სომხეთში, 536 პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, 117-ის კი ძალიან მძიმე.

მიმდინარე წლის ივნისის სიკვდილიანობის გასული წლის ივნისთან შედარება გვიჩვენებს, რომ სიკვდილიანობა დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად კორონავირუსის გამო არაა, მაგრამ მაჩვენებლის ზრდა მნიშვნელოვანწილად კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებული სიტუაციით არის განპირობებული, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×