რეზონანსი
02.07.2020

ბევრ სისულელეს შორის, რომელიც ივანიშვილის ბანაკის მიერ ინიცირებულ პროპაგანდაში მომისმენია, ეს სისულელე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ელენე ხოშტარია და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მიზეზი კი ისაა, რომ ორივე მათგანს ვაკის მაჟორიტარობა სურს.

როგორც გიგა ბოკერიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოპოზიციურ სპექტრში მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე შეთანხმებულია და მათთან მიმართებაში განხილვა არ ხდება.

"ჩვენ ყველანი, ჩემი ჩათვლით მაჟორიტარად კენჭისყრას განვიხილავთ. გვყავს შეთანხმებული კანდიდატები და იქ ვიცით, სად ვინ, იქნება. ზოგადად მაჟორიტარობაზე ვსაუბრობთ, ვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს. ოღონდ თბილისში, არათუ ელენე ხოშტარია, რომელიც ჩვენი გუნდის წარმომადგენელია, არამედ არც ერთ სხვასთან, ვისზეც შეთანხმებულია, არანაირი განხილვაც არ მიმდინარეობს. სწორედ ეს შეთანხმება იყო საკვანძო საკითხი ოპოზიციურ სპექტრს შორის. ვინც შეთანხმებულია, ყველა კარგი კანდიდატია და პირველ ტურში მოიგებს. ჩვენ, "ევროპულ საქართველოს" საუკეთესო გვყავს ელენე ხოშტარიას სახით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
komentari   (02.07.2020)
Ori da meti maxinji nacebis ganakofi evropuli saqartvelo!arsad dakargot ertmaneti,zonderebo,mkvlelebo,taglitebo,gadashendit kvela!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×