რეზონანსი
02.07.2020

იუ­ბი­ლა­რი გო­გო­ნას ად­ვო­კა­ტი ლიკა ბი­ცა­ძე, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა AMBEBI.GE-სთან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის პო­ზი­ცი­ას გან­მარ­ტავს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­ა­შუ­ქა.

"ძა­ლი­ან მინ­და ისე მი­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რო­გორც ამას ჩვენ ვა­ცხა­დებთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ კვლავ გაგ­რძელ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან მუ­ქა­რე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, ვი­სარ­გებ­ლოთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით და მო­ვი­თხო­ვოთ სა­ხელ­მწი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა.

ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, ამ ეტაპ­ზე ჩვენ არ ვი­თხოვთ დაც­ვას, მაგ­რამ თუ ასე გაგ­რძელ­და, ეს სა­კი­თხი დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში" - აცხა­დებს ლიკა ბი­ცა­ძე.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კვლავ მძი­მეა. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სახ­ლი­დან არ გა­მო­დის.

"სა­ში­ნე­ლე­ბაა რა ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და და ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ხომ არ უნდა მიჰ­ყვეს მას უკან მე­ო­რეც?! 18 წლის გო­გოა, მისი ფსი­ქი­კა ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეტაპ­ზეა და არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ხომ არ უნდა გავ­ხა­დოთ იძუ­ლე­ბუ­ლი ცუდ­ზე იფიქ­როს?!

სულ სახ­ლშია, არ გა­მო­დის სახ­ლი­დან. დედა სა­ზღვარ­გა­რეთ ჰყავს და მამა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი უწე­ვენ თა­ნად­გო­მას. ტე­ლე­ფო­ნიც არ აქვს. უნდა ძალა მო­იკ­რი­ბოს, რომ მე­დი­ით გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა თვი­თონ.

სა­ი­დან წა­მო­ვი­და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის თემა, მიკ­ვირს. სრუ­ლი აბ­სურ­დია. მა­მამ გა­და­უ­ხა­და და­ბა­დე­ბის დღე. რა არის ამა­ში გა­საკ­ვი­რი?! ბი­ლე­თე­ბი კი არა, ფუ­ლიც არ აუ­ღია სა­ჩუქ­რად რომ შე­უგ­რო­ვეს მე­გობ­რებ­მა. 50 ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად არ და­უ­პა­ტი­ჟე­ბია. ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცა მი­იყ­ვა­ნა და ასე შე­იკ­რი­ბა ამ­დე­ნი ხალ­ხი", - უყ­ვე­ბა AMBEBi.GE -ს ად­ვო­კა­ტი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×