რეზონანსი
02.07.2020

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, გუგული მაღრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

„მისი ასეთი განცხადება არ მიკვირს, რადგან 1995 წლიდან ვიცნობ შალვა ნათელაშვილს“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს, რომლის მიხედვითაც პარტიულ პროპორციულ სიებში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ეს არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური - ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვანო   (02.07.2020)
რას ერჩი მთიელს, მართალია ამჯერად.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×