რეზონანსი
04.07.2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას, გამოცდების ჩაბარების მიზნით, დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს 70-მდე აბიტურიენტი დაფინანსდება.

„ამ კატეგორიის აბიტურიენტები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. COVID19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს დაფინანსდება 70-მდე აბიტურიენტი", - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
კახელი   (04.07.2020)
თუ ჩვენი ბერეთელი ძმები არიან ღმერთმა გაგიმარჯოთ თქვენც და იმათაც. თუ აზერბაიჯანელებს ექნებათ ეს პრივილეგია რა სასაცილოები ვართ როდემდე უნდა ვუგოროთ კოჭები არ ვიცი. ქართველებს მივხედოთ ხალხო ქართველებს. წადით სხვა ქვეყნებში თუნდაც იმ აზერბაიჯანში და ნახავთ ერთი როგორ ექცევიან თავიაან ეროვნების ხალხს და მერე სხვას.

Saertod   (04.07.2020)
Qartuli gvari daubrunet ingiloebs, motxovet Azerbaijans oficialurad!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×