რეზონანსი
06.07.2020

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რაც არასრულწლოვნის კარანტინში განთავსების დროს შესაძლოა არსებობდეს.

„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი თუ სხვა კონკრეტული გარემოებები და ყოველი ასეთი კონკრეტული შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად არის შესწავლილი.

სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ასეთი კონკრეტული ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რაც მათთვის იქნება ადექვატური და მათთვის მაქსიმალურად მისაღები. აქვე გეტყვით, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საბჭოს მიერ ოპერატიულ შტაბს დაევალა, რომ დამატებით შეიმუშაოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები, რაც ასევე საჯარო გახდება"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×