რეზონანსი
06.07.2020

დაკავებული მორაგბეების უფლებადამცველი, ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა, რომ „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილს დაზიანება ადამიანთან შეჯახების შედეგად აქვს მიღებული. ადვოკატი ამბობს, რომ დაზიანება, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილზეა, მკვრივ საგანთან ურთიერთშეჯახების შედეგად არის გამოწვეული.

„მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით, არსებული ექსპერტიზის დასკვნა ფაქტობრივად გამორიცხავს ადამიანთან რაიმე სახის შემხებლობას, შეჯახებას. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში გვიწერია, რომ აღნიშნული განვითარდა მკვრივ საგანთან ურთიერთშეჯახების შედეგად. ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრული არ არის. თუმცა, თუ მესაკუთრის ჩვენებით ვიხელმძღვანელებთ, ეს არის მანამდე განხორციელებული. თუ ადამიანთან იქნებოდა შემხებლობა, ექსპერტიზაში ხშირად იწერება ესე, რომ მყარ რბილგარსიან სხეულთან შეჯახების შედეგად შეიძლება განვითარებულიყო, მაგრამ ეს ტერმინი ჩვენ არ გვხვდება," - ამბობს მასმულაშვილი19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, თუმცა საბოლოო შედეგი გამოძიებას ჯერ არ დაუდვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

წყარო: რუსთავი2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×