რეზონანსი
06.07.2020

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანი ქართველ მეწარმეებს მიმართავს:

“მე მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მას მოემატება შემოსავლები, ცდებიან იმიტომ, რომ გახსნის შემთხვევაში, იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტების. ეს საკმარისი იქნება კოვიდის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რამე მატერიალური სიკეთე რომ მოიტანოს. …

ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა მინუსდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, -6%-ზე ავა, მაგრამ უკონტროლო გახსნის შემთხვევაში -7%, -8% იქნება, ჩვენ დათვლილი გვაქვს.

საზღვრების გახსნის შემთხვევაში, წლის ბოლომდე დაახლოებით 50 000 ტურისტი შეიძლება შემოვიდეს, რაც 0,5% იქნება წინა წლებში შემოსული ტურისტების რაოდენობისა და არ იქნება საკმარისი ეკონომიკის გაძლიერებისთვის. მისი თქმით, ვინაიდან ახლა არ გვაქვს შიდა გავრცელება და პრაქტიკულად ყველა შემთხვევა საზღვარზევეა დაფიქსირებული, მარტივად ამუშავდა შიდა ტურიზმი; მაგრამ მისივე თქმით, თუ საზღვრის გახსნის შემდეგ ვირუსი ისევ გავრცელდება, შიდა ტურიზმი დაიკლებს, რაც ეკონომიკაზე უფრო მეტად აისახება. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ეს უფრო მეტად დაარტყამს ადგილობრივ მეწარმეებს, კაფეებისა და რესტორნების მფლობელებს და ა.შ.

შეიძლება ეს არ იყოს დიდი გავრცელება და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფა, შეიძლება ჩვენმა ჯანდაცვამაც გაუძლოს და სიკვდილიანობაც დაბალი იყოს, მაგრამ ის, რომ თითო-ოროლა შემთხვევა იქნება აჭარაში, კახეთში ან სხვაგან, ქართული შიდა ტურიზმის სენტიმენტებსაც ისე დააქვეითებს, როგორც ეს არის მსოფლიოში დაქვეითებული.

ეს ნიშნავს სინამდვილეში რას შიდა მეწარმისთვის, ვისაც აქვს რესტორანი, კაფე, პატარა საასტუმრო რეგიონში და ა.შ.? ეს ნიშნავს იმას, დღეს რა შემოსავალიც აქვთ, რამდენი კლიენტიც და სტუმარიც შედის, შეიძლება, იმაზედ ნაკლები მიიღონ. უყურეთ რა პარადოქსია. შეიძლება ვინმე შეგვედავოს, რომ კონტრინტუიტიურია ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. ერთეული შემთხვევები, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გაჩნდება, დააგდებს და შეამცირებს სენტიმენტებს, შიდა მოგზაურობის, შესაბამისად ვერ გადაგვიწონის”

საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა პირველ ივლისს იყო დაგეგმილი. მთავრობის წარმომადგენლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებოდით, ვინც საზღვრებს გახსნიდა, თუმცა ასე არ მოხდა და პროცესი 31 ივლისამდე გადაიდო. ახლა მთავრობაში აცხადებენ, რომ ტურისტების მიღების შემთხვევაში, არსებობს ეპიდაფეთქების საფრთხე, რაც უფრო მეტად დააზარალებს ეკონომიკას

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×