რეზონანსი
07.07.2020

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 47 წლის მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ეჭვმიტანილი, დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობის დროს ავარიაში მოყვა და დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფებს შორის სუფრაზე მოხდა. დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და ის ლაგოდეხის კლინიკაში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ურთიერთდაპირისპირების დროს სანადირო თოფიდან ესროლეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

წყარო: Report.ge

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×