რეზონანსი
07.07.2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანთან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, პოლიცია, ხელისუფლებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

„ორი დღეა, წიწვოვან ტყეშია ხანძარი. რეაგირება იყო მყისიერი და საბედნიეროდ, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა მუშაობს იმისთვის, რომ ლოკალიზებული იყოს ხანძარი და არ გავრცელდეს.

გეოგრაფიულადაც, კლდოვანი მასივია. ეს სამუშაოებს ართულებს. მეორე მხრივ, ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უშლის. სამწუხაროა, რომ ქარი და მაღალი ტემპერატურაა, ეს აძნელებს პროცესს. ვვარაუდობთ, რომ ხვალისათვის ვითარება სრულად იქნება გაკონტროლებული და ხანძრის ლიკვიდაცია მოხდება", - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×