რეზონანსი
08.07.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ხოლო ერთი შიდა გადაცემის ფაქტს უკავშირდება.

მისივე თქმით, ახალ ინფიცირებულებს შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღევანდელი მონაცემებით, ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 958 და ახლა არის 963 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი პაციენტია. იყო 838 და ამჟამად არის 841.

ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ ოთხიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. მეხუთე შემთხვევა არის დადასტურებული კონტაქტის კონტაქტი, ანუ შიდა გადაცემა", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ერთი ახალი პაციენტი დაემატა, ხოლო კიდევ სამი გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 22 კოვიდინფიცირებული რჩება.

„ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×