რეზონანსი
09.07.2020

შსს-ში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირი, ლაშა ლურსმანაშვილი გამოიკითხა. ლურსმანაშვილი ადასტურებს, რომ გავრცელებულ კადრებზე თეთრ პერანგიანი კაცი, რომელიც დიდუბეში გური ამირხანაშვილს ხვდება სწორედ ის არის და აღნიშნავს, რომ საქმის ფიგურანტებს არ იცნობს, შეხვედრა კი შემთხვევითი იყო.

„არაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთს გეტყვით, რომ ღამე ჩამოვედი ჩემს პირად საქმეზე და მოვხვდი არასწორ ადგილას არასწორ დროს. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის, უბრალოდ ადამიანმა დარეკვა მთხოვა და დასარეკი არ მქონდა. ამირხანაშვილი მოვიდა ჩემთან და მე არ მივსულვარ მასთან“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა​​.

მანამდე კი უწყებაში ავთანდილ ბილანიშვილი იმყოფებოდა. როგორც მისი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაამტკიცა, რომ შემთხვევის ღამეს უბანი არ დაუტოვებია და საქმესთან დაკავშირებულ კადრებზე, რომლებიც გავრცელდა, არ ფიგურირებს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×