რეზონანსი
10.07.2020

ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხარისხის განსაზღვრისას, იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება".

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კონ­კრე­ტუ­ლად, დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია რა ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ცხე­დარს:

"მო­ლურ­ჯო-მო­ი­ის­ფრო ფე­რის სისხნაჟ­ღენ­თე­ბი: შუბ­ლის არე­ში მარ­ცხნივ გა­ფან­ტუ­ლად მდე­ბა­რე 11/8 ფარ­თზე. შუბ­ლის მი­და­მო­ში მარ­ჯვნივ 6/3 ფარ­თზე...

ასე­თი­ვე ფე­რის სისხნაჟ­ღენ­თე­ბი მუც­ლის მარ­ცხე­ნა გვერ­დი­თი მი­და­მო­დან მარ­ცხე­ნა სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის და მარ­ჯვნის სა­ზარ­დუ­ლის მი­და­მო­ში გარ­და­მა­ვა­ლი 32/8 სმ ფარ­თზე. მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრის უკა­ნა ზე­და­პი­ზე ზო­მით, 3/2 სმ. მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის ზემო მე­სა­მედ­ში ზო­მით 1/1-ზე. მარ­ცხნივ დუნ­დუ­ლოს გა­რე­თა ქვე­და და ზედა კვად­რან­ტე­ბის სა­ზღვარ­ზე, ზო­მით 1/1 სმ. მარ­ჯვნივ წე­ლის მი­და­მოს საპ­რო­ექ­ცი­ოდ, ზო­მით 4/1 სმ..." - ვკი­თხუ­ლობთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×