რეზონანსი
15.07.2020

დაახლოებით სამი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი, შესაბამისად, უკვე აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს ჩვენი საარჩევნო სამზადისი. უახლოეს მომავალშიც ჩვენ დავასახელებთ კანდიდატებს. პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, მე დამნიშნეს საარჩევნო შტაბის უფროსად, გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი. 2016 წელს მე ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი. ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნები ჩართული შტაბის მუშაობაში და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის" მორიგი ძალიან დამაჯერებელი წარმატებით.

ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება მთლიანად აგებული მომავალზე. ორიენტირი იქნება ეს, რომ საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ როგორც ვხედავთ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას, მათ შორის, როგორ ვხედავთ, იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს აინტერესებს საზოგადოებას და არა ის კინკლაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ისმენენ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
--   (15.07.2020)
ქურდობა დანაშაულია, ბევრის მოპარვა – ბიზნესი, ვისაც ქურდობის შნო არ აქვს, ციხეშია, ვისაც აქვს – მთავრობაში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×