რეზონანსი
15.07.2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. ასევე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიაში მაჟორიტარებზე თითქმის ჩამოყალიბდნენ და მუშაობა საარჩევნო სიასთან დაკავშირებითაც მიდის.

„არჩილ თალაკვაძე მაქსიმალურად ცდილობს და ძალიან კარგად გამოსდის, რომ იყოს გარკვეულ შემთხვევაში ნეიტრალური სპიკერი. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წევრია და გუშინ, მაგალითად, იყო შემთხვევა, რომ ძალიან მოუნდა, ქვემოთ ყოფილიყო და არა იმ ადგილზე, სადაც იჯდა, რადგან ღირსეულ პასუხს გასცემდა ოპონენტებს სპეკულაციებზე. ძალიან კარგად გამოსდის თავისი როლის შესრულება, როგორ პარლამენტს თავმჯდომარეს და მომავალ პარლამენტშიც მას ღირსეული ადგილი ექნება. კონკრეტულად, გადაჭრით რაიმე შეთანხმება არ არის, მაგრამ მონახაზები არსებობს", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიაში საზოგადოება ბევრ ნიჭიერ ადამიანს იხილავს.„დღეს-ხვალ ალბათ შიდა გადაწყვეტილება იქნება და უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ. პროპორციულ სიას რაც შეეხება, ამაზე ჯერ სიღრმისეული მსჯელობა არ გვქონია. რა თქმა უნდა, მოვთელეთ კონსულტაციებით ეს საკითხები, ძალიან ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ ახალ სახეს შევხვდით და არის ძალიან კარგი პოტენციალი, რომ მათ შეავსონ, გადაახალისონ ჩვენი გუნდის რიგები. მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
--   (15.07.2020)
ქურდობა დანაშაულია, ბევრის მოპარვა – ბიზნესი, ვისაც ქურდობის შნო არ აქვს, ციხეშია, ვისაც აქვს – მთავრობაში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×