რეზონანსი
15.07.2020

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული მკვლელობა - შაქარაშვილის საქმეში მთავარი მოწმის, გური ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება არ დევს.

გური ამირხანაშვილი მეხუთედ გამოძიებამ 9 ივლისს სავარაუდოდ დიდუბის ეპიზოდზე გამოკითხა, თუმცა 18 ტომად ქცეულ საქმეში დაკითხვის ოქმი არ დევს.

ადვოკატებს ეჭვი აქთ, რომ ამირხანაშვილს გამოძიებამ კითხვები დაუსვა თუმცა ეს ჩვენება საქმის მასალებში ვერ მოხვდა.

"ის გამოკითხულია დავუშვათ 9-ში ხომ? ამას საქმეში ვერ ჩადებენ 25-ში. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ან გამოკითხულია, ან შეიძლება გამოკითხეს და მერე ჩათვალეს, რომ ეს ჩვენება უვარგისია და შესაბამისად ანულირება გაუკეთეს" - აცხადებს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.იურისტთა ნაწილი ვარაუდბს, რომ გამოძიებამ ამირხანაშვილს კითხვები აერთოდ არ დაუსვა და ამირხანაშვილი ხელახლა არ გამოკითხა.

"რომ გამოკითხულიყო, აუცილებლად იქნებოდა ეს საქმეში. მგონია, რომ არ გამოკითხულა და სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ან უბრალოდ გასაუბრებაზე იყო" - ამმბობს ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×