სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    15.09.2010

      საქართველოში შემოსული ინვესტიციების || კვარტლის მონაცემები, ზრდის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. დარგის სპეციალისტები ხელისუფლებას ახალი ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევენ. მათი განმარტებით, წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა საპროგნოზო მონაცემებთან ახლოსაც ვერ მიდის.

    მაკა ხარაზიშვილი
    14.09.2010

      იმპორტიორები, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ათას ლარზე მეტს იხდიან ე. წ. "საგადასახადო კრედიტით" ისარგებლებენ. ეს ნიშნავს, რომ იმპორტიორებს დღგს გადასახდი გადაუვადდებათ, ანუ ისინი ამ გადასახადს საბაჟოზე აღარ გადაიხდიან. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს წესი ყველა იმპორტიორზე უნდა ვრცელდებოდეს, ვინაიდან თავისუფალი ფული წვრილ იმპორტიორებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მეორე ნაწილის აზრით კი, 200-ათასიანი ზღვარი ზუსტად არის განსაზღვრული.

    მარი ჩიტაია
    14.09.2010

      საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში საშემოდგომოდ დიდი ფასდაკლებები და სხვადასხვა წამახალისებელი აქციები დაგეგმილი. მათი უმეტესობა გაყიდვებით კმაყოფილია. თუმცა, ამ ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზრდა არ შეინიშნება.

    მაკა ხარაზიშვილი
    14.09.2010

      საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ამა თუ იმ ბიზნესის გაკოტრების რისკებს არ აზღვევენ, თუმცა მსგავსი სახის დაზღვევა განვითარებულ ქვეყნებშიც იშვიათია. საერთოდ, საქართველოში ბიზნესის დაზღვევა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ბიზნესმენები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მოსალოდნელი უბედური შემთხვევისას მათი ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი შანსი სადაზღვევო პოლისის არსებობაა.

    მაკა ხარაზიშვილი
    14.09.2010

      ლეიბორისტები ადამიანის არსებობისთვის აუცილებელ პროდუქტზე ზღვრული ფასების დაწესებას ითხოვენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ბაზარი მონოპოლიური კომპანიებით არის გაჯერებული, შესაბამისად, პროდუქტი ხელოვნურად ძვირდება. ექსპერტების განცხადებით კი, გამოსავალი არათუ ზღვრული ფასების დაწესება, არამედ კონკურენციის გაზრდაა.

    მარიამ ხიდაშელი
    11.09.2010

      მცირე და საშუალო ბიზნესს მორიგი დამცველი გამოუჩნდა. ახლადშექმნილი მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია მთავრობასთან საკანონმდებლო ინიციატივებით მისვლას გეგმავს.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.09.2010

      კომპანია "ყაზბეგის" დამფუძნებელს გოგი თოფაძეს ფინანსთა სამინისტროს 7 მილიონი ლარის დავალიანება 3,5 მილიონ ლარამდე შეუმცირა. უფრო ზუსტად, საურავები ჩამოაჭრა და გადასახდელი ძირი 3,5 მილიონი ლარი ისევ დაუტოვა. გოგი თოფაძე არც ამ თანხის გადახდას არ აპირებს და სასამართლოში ბრძოლას განაგრძობს.

    ელზა წიკლაური
    07.09.2010

      ებრაული კომპანია "აშტრომ ინტერნეიშენალი" ქართულ მხარეს თელ-ავივის საოლქო სასამართლოში უჩივის და იმ გარანტიების კონფისკაციის შეჩერებას ითხოვს, რომელიც ისრაელის მხარემ 2008 წელს სახელმწიფო ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" მისცა. ამის პარალელურად, უკვე ირკვევა, რომ კომპანია სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტში აღარ იქნება, მისი პროექტიდან გათიშვა კი სამუშაოების დათქმულ ვადებში შეუსრულებლობამ გამოიწვია.

    მარი ჩიტაია
    04.09.2010

      "ცენტრ-პოინტის" ახალი მმართველი ერთ-ერთი ქართული ბანკია, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. კომპანიის დამფუძნებლები აღიარებენ, რომ "ცენტრ-პოინტის" რესურსები ამოწურულია და მოსახლეობის წინაშე აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას ახალი კომპანიის მეშვეობით ცდილობენ.

    ნანა ლაღაძიშვილი
    04.09.2010

      სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ქართული კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდანენ და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ჯილდოს მოპოვებასაც ახერხებდნენ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობდა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით პასიურობა თვალშისაცემი გახდა. ამის მიზეზი, ალბათ, არსებული კრიზისული სიტუაცია გახდა, რის გამოც კომპანიები ვერარ ახერხებენ გამოფენაში მონაწილეობისთვის საჭირო თანხების მობილიზებას.

    ნანა ლაღაძიშვილი
    03.09.2010

      ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად გვახსენებენ, რომ სამუშაო ადგილების შექმნა მათი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტია. ამის მიუხედავად უმუშევრობა კვლავ უპირველეს პრობლემად რჩება და უახლოეს მომავალში სიტუაციის მკვეთრად გამუმჯობესების მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს. "რეზონანსი" დაინტერესდა რამდენად ძალუძს ადგილობრივ ბიზნესს სამუშაო ადგილების შექმნა.

    ნანა ლაღაძიშვილი
    31.08.2010

      არსებობენ ადამიანები, რომლებიც, მზესუმზირებზე ოცნებობენ და რამდენიმე მილიონ დოლარსაც არ დაიშურებენ ამ ოცნების ასრულებისთვის, მაგრამ ასეთი "მზესუმზირები" ერთია. მისი დაუფლების მსურველი კი - ბევრი. მილიონებს ვან გოგის "მზესუმზირებში" იხდიან, თორემ კახეთში მზესუმზირის ყანები საკმაოდ იაფი ღირს. უამინდობის გამო, ვერც მზესუმზირის მოსავალით იწონებენ თავს კახელები. თუმცა ამ ეტაპზე "ბიზნეს-რეზონანსი" არა მზესუმზირის მოსავალით, არამედ ზეთის წარმოებით დაინტერესდა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved