სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    01.04.2010

      ლარის კურსი ისევ ეცემა. ამ პროცესში ეროვნული ბანკი საგანგაშოს ვერ ხედავს, საზოგადოებას კი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაში ეჭვი ეპარება. სააღდგომოდ ლარზე მოთხოვნა გაიზარდა, მიუხედავად ამისა, ლარი დოლართან მიმართებაში მაინც დაეცა. წლის დასაწყისიდან ლარი 3,5 პროცენტით გაუფასურდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.04.2010

      საქართველოს საგარეო ვალი ზრდას განაგრძობს. მთლიანმა საგარეო ვალმა, 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 8631.9 მილიონი დოლარი, ანუ 15 მლრდ 106 მლნ ლარი შეადგინა.

    მარი ჩიტაია
    27.03.2010

      ევროპა საქართველოსგან საკვები პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოებას მოითხოვს და ამ დროს ხელისუფლებას გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკითხი ვერ გადაუჭრია. მთავრობის წევრებს შორის გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტზე ამ ეტაპზეც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივას ხან უმცირესობის წარმომადგენლები იჩენენ, ხანაც - უმრავლესობის და მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ, თუმცა ხელისუფლება არც ადრე ჩქარობდა და არც დღეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.03.2010

      მომდევნო კვირას, სავარაუდოდ, ბენზინი და დიზელი ისევ გაძვირდება. ამის მიზეზად მენავთობები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას ასახელებენ. ექსპერტების განცხადებით კი, ვინაიდან საქართველოში ნავთობისა და დიზელის ფასები არარეალურად მაღალი იყო, ამჯერად ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს საწვავის გაძვირების საფუძველი არ აქვთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.03.2010

      მომდევნო კვირას, სავარაუდოდ, ბენზინი და დიზელი ისევ გაძვირდება. ამის მიზეზად მენავთობები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას ასახელებენ. ექსპერტების განცხადებით კი, ვინაიდან საქართველოში ნავთობისა და დიზელის ფასები არარეალურად მაღალი იყო, ამჯერად ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს საწვავის გაძვირების საფუძველი არ აქვთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.03.2010

      მომდევნო კვირას, სავარაუდოდ, ბენზინი და დიზელი ისევ გაძვირდება. ამის მიზეზად მენავთობები საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას ასახელებენ. ექსპერტების განცხადებით კი, ვინაიდან საქართველოში ნავთობისა და დიზელის ფასები არარეალურად მაღალი იყო, ამჯერად ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს საწვავის გაძვირების საფუძველი არ აქვთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.03.2010

      "ნაბუკოს" ბედი ისევ გაურკვეველია. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის, გიუნტერ ეტინგერის განცხადებით, გაზსადენი ექსპლოატაციაში 2018 წლამდე ვერ შევა. მიზეზი ის არის, რომ პროექტის ყველა პარტნიორის საერთო შეთანხმებამდე მისვლა ძნელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ დროისთვის პროექტის წარმატების შანსი 60 პროცენტია. ასე რომ, რუსულმა ინტერესებმა ისევ გაიმარჯვა.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.03.2010

      საერთაშორისო ბაზრებზე შაქრის ფასი თავქვე მიექანება. პოლიტიკოსებმა კი რატომღაც ამ პროდუქტის გაიაფებას საკუთარ ქმედებებს მიაწერენ. ხელისუფლება და ოპოზიცია საზოგადოების ინფორმირებაში, თუ ვინ გააიაფა შაქარი, ერთმანეთს ეჯიბრება. საქმე ისაა, რომ ორივე მხარე საზოგადოების არაინფორმირებულობით სარგებლობს.

    მარი ჩიტაია
    24.03.2010

      კომპანიების დალუქვა წუთითაც არ შენელებულა. საგადასახადო სამსახურების უსიამოვნო "სიურპრიზი" ამჯერად კომპანია "ჯითი მოტორსმა" იწვნია, სადაც აღნიშნული უწყების წარმომადგენლები 4 დღის წინათ შევიდნენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საგადასახადო სამსახური დოკუმენტაციას სწავლობს.

    მარიამ ხიდაშელი
    24.03.2010

      "სახალხო ბანკი" "ლიბერთი ბანკი" გახდა, შეიცვალა სლოგანიც - "ყველგან ყველასთვის". რებრენდინგის პროცესი 2 წელი გაგრძელდება და 8 მილიონი ლარი დაჯდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.03.2010

      ტურისტული კომპანიების "ენ ტურისა" და "ინტერკონტინენტალის" ტურისტები ამ კომპანიებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. შაბათს ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმავალმა მგზავრებმა თბილისის აეროპორტში თვითფრინავის ლოდინში სამაოდ დიდი დრო, ნერვები, ენერგია და ფული დახარჯეს. მთელი ღამე თეთრად გათენებისა და მრავალგზის შეხლა-შემოხლის მიუხედავად, მგზავრებს სიმართლეს არავინ ეუბნებოდა. თუმცა, არათუ მათთვის, ჟურნალისტებისთვისაც კი რთული აღმოჩნდა სიმართლის დადგენა. ორი დღის განმავლობაში თვითმფრინავის რეისის დაგვიანების მიზეზად ტურისტული კომპანიები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.03.2010

      საქართველოს საბანკო სექტორმა თებერვალში 1,6 მილიონი ლარით იზარალა. იანვარში ზარალი 2,720 მილიონი ლარი იყო. ზარალთან ერთად საბანკო სექტორს თებერვალში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც გაეზარდა. 19 კომერციულ ბანკში 211 მილიონ 658 ათასი ლარის პრობლემური სესხია, ხოლო იანვარში მათი მოცულობა 210 მილიონ 941 ათასს შეადგენდა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter