სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    29.05.2010

      პირველად, საქართველოში, ივლისიდან საერთაშორისო სასაქონლო ბირჟა შეუდგება საქმიანობას. ამ ინიციატივის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში ფასები გაცილებით რეალური და კონკურენტული იქნება, ანუ ბირჟა შექმნის ფასების რეგულირების შესაძლებლობას.

    მარი ჩიტაია
    26.05.2010

      საქართველოს საბანკო სექტორისთვის კრიზისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა კვარტლის მოგებით დასრულება მოხერხდა. ორწლიანი ჩავარდნების შემდეგ, მიმდინარე წლის პირველი კვარტალი კომერციული ბანკების უმრავლესობისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

    მარი ჩიტაია
    25.05.2010

      ბავშვთა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა, მათ შორის, ბევრია ცნობილი ბრენდებიც. ასეთი მაღაზიები თამამად იხსნება და გარკვეული ხმაურითაც, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოლოდინი არ ამართლებს და მომხმარებლის პასიურობას ამ ქსელებშიც ისევე უჩივიან, როგორც თბილისში მოქმედი ბავშვთა ტანსაცმლის ჩვეულებრივ მაღაზიებში.

    მარი ჩიტაია
    25.05.2010

      ნაყინის მწარმოებელ კომპანიებს, უამინდობის გამო, პროდუქციის რეალიზაცია შეუმცირდათ თუმცა, ეს მხოლოდ ბოლო პერიოდის მაჩვენებლით. ცივი კლიმატის მიუხედავად, ნაყინის ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი სეზონის დასაწყისს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შარშან ამ დროს.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.05.2010

      სამართალდამცველებმა ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით, კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენო მალაზონია უკვე დააკავეს. არადა იყო დრო, როდესაც "ენერჯი ინვესტს" არც გადასახადებს სთხოვდნენ და ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქეთ აძლევდნენ. წლების განმავლობაში "ენერჯი ინვესტი" ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იყო. შარშან გაზაფხულზე კომპანიამ ფინანსური პრობლემების დასაძლევად ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარიც კი მიიღო.

    ნანა ლაღაძიშვილი
    20.05.2010

      ძველ მაჰმადიანურ სამყაროში მეფეებისა და მონარქებისათვის ჰარამხანის ყოლა (თუ ქონა) ერთგვარ რიტუალსაც კი წარმოადგენდა. რაც უფრო მრავალრიცხოვან ქალთაგან შემდგარი ამალა ჰყავდა მაჰმადიან მონარქს, სავარაუდოდ, მით უფრო პრესტიჟული და მოსაწონი უნდა ყოფილიყო მისი მმართველობა. არადა, ამ "ქალთა კრებულში" შემავალი ყველა მანდილოსანი საკუთარ თავს მეფისა თუ მონარქის ოფიციალურ ცოლად თვლიდა. მაგალითისათვის, ირანის ერთ-ერთ ხალიფას 320 მეუღლე ჰყავდა.

    მარი ჩიტაია
    18.05.2010

      ავეჯის გადაზიდვის სერვისებზე მოთხოვნა ბოლო დროს მინიმუმამდე შემცირდა. შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიათა უმეტესობას ბიზნესი, ფაქტობრივად, ჩაუვარდა. ინდმეწარმეთა ნაწილი "ჩავარდნილი ბიზნესის" მიზეზად საფინანსო კრიზისს ასახელებს, ზოგიც კომპანიებს შორის მაღალ კონკურენციას, რასაც ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო ბაზრის დატოვება მოუხდა. გადამზიდავების ნაწილი ახლა გეგმავს საქმიანობის შეჩერებას. მოკლედ, ავაჯის გადაზიდვის სერვისებს ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ, რის გამოც ბევრ მათგანს, როგორც თავად ამბობს, კლიენტის მომსახურება მინიმალურ ფასად უწევს.

    მარი ჩიტაია
    18.05.2010

      საბაჟოზე ტვირთების განბაჟების წესის შეცვლა გახდა მთავარი მიზეზი, რამაც ბაზარზე პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. სულ რამდენიმე დღეა, რაც ტროპიკული ხილის, განსაკუთრებით ბანანის ფასმა მოიმატა. პროდუქციის გადამყიდველების თქმით, გაძვირება სხვა ტროპიკულ ხილებზე ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა, არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ფასმა მათზეც მოიმატოს.

    მარი ჩიტაია
    18.05.2010

      ინტერნეტ-კაფეებზე მოთხოვნამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იკლო. ინტერნეტ-კაფეების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კომპიუტერული სისტემის აქტიურად შემოსვლამ და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობამ, მათ ბიზნესაქტივობა სერიოზულად აზარალა.

    ელზა წიკლაური
    18.05.2010

      იმ დროს, როდესაც საქართველოში ბიზნესს ისევ ავიწროებენ, როდესაც ქვეყნიდან არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორებიც გარბიან, როდესაც მათ, უფლებების შელახვის შემთხვევაში საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილის შესაძლებლობა არ აქვთ, ქვეყნის ხელისუფლება აქ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს ეპატიჟება. "დაბრუნება საქართველოში", - ასეთი დევიზით თბილისში 3-დღიანი ფორუმიც კი გაიხსნა, სადაც მთავრობა "გაქცეულებს" კაპიტალის დაბანდებას უკვე სამშობლოში სთავაზობს.

    ელზა წიკლაური
    15.05.2010

      რამდენიმეთვიანი ხმაურის შემდეგ, მობილურ ოპერატორებს ურთიერთჩართვის ტარიფი შეუმცირდათ. თუ ამჟამად ჩართვის ტარიფი 14 თეთრს შეადგენს, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მომავალში ის 8 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს.

    მარი ჩიტაია
    14.05.2010

      საარჩევნო პროცესებმა უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა. ამ დარგის სპეციალისტები მდგომარეობის გამოსწორებას არჩევნების შემდგომი პერიოდიდან ელოდებიან, რა თქმა უნდა, პროცესი თუკი მშვიდობიანად ჩაივლის. სამშენებლო ბიზნესის განვითარებისთვის სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი არ სახელდება.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter