სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    13.04.2010

      სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იანვარ-თებერვალში ეკონომიკის ზრდა დააფიქსირა. გაიზარდა ექსპორტი, დღგ-ს გადამხდელი საწარმოთა ბრუნვა, ახლადდარეგისტრირებული საწარმოები. ექსპერტთა განცხადებით, ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის რეალურ სურათს არ ასახავს, ვინაიდან ამ მონაცემთა გაზრდა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა. თუმცა, ექსპერტები არც იმას უარყოფენ, რომ ეკონომიკის გარკვეულ სექტორში გამოცოცხლება მართლაც შეინიშნება.

    მარი ჩიტაია
    13.04.2010

      ტროპიკული ხილის მიმართ მოთხოვნა ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა. ამის მიზეზად პროდუქციის რეალიზატორები მაღალ ფასს ასახელებენ. საერთოდ, ტროპიკული ხილის ღირებულება სეზონურად ხშირად იცვლება და მაქსიმუმს ზამთრის პერიოდში აღწევს. გაძვირების უმთავრესი მიზეზი, მოვაჭრეების განცხადებით, ტროპიკული ნაწარმის სპეციფიკიდან მომდინარეობს. ასეთი ხილი ზამთარში სპეციალურ შენახვას საჭიროებს, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

    წერილი
    13.04.2010

    ნატა გიორგაძე 

    მოსკოვი სოხუმთან ურთიერთობების გაღრმავებას განაგრძჰბს. აფხაზეთში მოღვაწე სხვადასხვა რუსულ ბანკებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი რუსული ბანკი "ვნეშეკონომბანკიც" შეუერთდება. ამ ბანკის შესვლით კი სეპარატისტულ აფხაზეთში რუსული კომერციული ბანკების რაოდენობა კიდევ ერთით გაიზრდება.

    მარი ჩიტაია
    13.04.2010

      სათამაშოების ბიზნესში ლიდერობას ჩინური პროდუქცია იკავებს. ასე იყო ბოლო წლების განმავლობაში. არაერთხელ გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, მდგომარეობა არც ამ ეტაპზე იცვლება.

    მარი ჩიტაია
    10.04.2010

      საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ბოლო დროს საგრძნობლად გაუარესდა, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთანაც კი. ხელისუფლება თავს იმშვიდებს იმით, რომ სავაჭრო ბრუნვა, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის პრობლემაა და ამიტომ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.04.2010

      ეკონომიკის სამინისტრომ პირველ კვარტალში საპრივატიზაციო გეგმის მხოლოდ 8,4% შესრულა, დანარჩენ 3 კვარტალში სამინისტრომ გეგმის 91,6% უნდა შეასრულოს. შარშანდელი კრახის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ პრეზიდენტის რისხვას გადაურჩეს და წლის ბოლომდე 250 მილიონი ლარი მოაგროვოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.04.2010

      ჯანდაცვის სამინისტრომ სადაზღვევო პროგრამების ტენდერში მონაწილე კომპანიები არაჯანსაღ გარიგებაში დაადანაშაულა. მსხვილმა სადაზღვევო კომპანიებმა რეგიონები საკუთარი სურვილის მიხედვით გადაინაწილეს. ტენდერის საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და არ არის გამორიცხული, რომ სადაზღვევო კომპანიების მიმართ სამართალდამცავი ორგანოებიც დაინტერესდნენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.04.2010

      მეწარმეებს ფიქსირებული გადასახადი, შესაძლოა, შემოდგომისთვის წამოეწიოს. ფინანსთა სამინისტროში ამ სახის გადახადის დაწესება გადაწყვეტილია, ამჯერად იმაზე მსჯელობენ, თუ რა სახით მოხდება ფიქსირებული გადასახადის განსაზღვრა. ცვლილებების პროქტი პარლამენტში, ზუსტად წინასაარჩევნოდ მაისში შევა. თუკი არჩევნებში ხელისუფლებამ უპირობოთ გაიმარჯვა, ფიქსირებული გადასახდის შემოღებას ისევ დაივიწყებენ და საპარლამენტო არჩევნებისთვის გადასწევენ.

    მარი ჩიტაია
    08.04.2010

      ბოლო დროის საბაზრო ცვლილებებმა ადეკვატური გავლენა სასოფლო-სამეურნეო წარმოების თითქმის ყველა პროდუქტის ფასებზე მოახდინა. საკუთარი ჭირნახულის გაძვირებისთვის გლეხებს უამრავი ფაქტორი "უწყობს ხელს", პირველ რიგში, მაღალი ფასები წარმოების საშუალებებზე, პროდუქციის თვითღირებულების ზრდა და ა.შ. საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო ბაზარზე ფასები ზრდას განაგრძობს.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.04.2010

      საქართველოში საკუთრების დაცვა ისევ პრობლემად რჩება. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა თავის მოხსენებაში ამ საკითხს საკმაო დიდი დრო დაუთმო. ტუღუში აღნიშნული პრობლემაზე 2009 წლის პირველი ნახევრის მოხსენებაშიც ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ მისი თქმით, რეკომენდაციები არ შესრულებულა და პრობლემები უცვლელი დარჩა.

    მაკა ხარაზიშვილი
    07.04.2010

      ქართველი ბანკირები კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ საუბრობენ, თუმცა სესხის ასაღებად პირობები ისევ მკაცრია. ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სესხის მისაღებად საკმაოდ მკაცრი პირობების დაკმაყოფილება უწევთ. სპეციალიტების განცხადებით, პოსტკრიზისულ პერიოდში ბანკები სესხების გაცემის პირობების გამარტივებას ერიდებიან.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.04.2010

      წლეულს გლეხები დიდი რაოდენობით ხილის მოსავალს ელიან. ჯერჯერობით გაზაფხული და ამინდები ამგვარი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. გლეხების განცხადებით, ხელსაყრელი ამინდების გამო მოსავალი უხვი და ხარისხიანი იქნება. პრობლემა ისევ რეალიზაცია იქნება, განსაკუთრებით უხვი მოსავალის პირობებში.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter