სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    12.11.2010

      "იოლი ჯგუფის" დამფუძნებელმა "იოლის" სუპერმარკეტების ქსელი "სამგორი ალკოს" გადარჩენის მიზნით გაყიდა. მანამდე კიდევ ერთი ქართული კომპანია, "ცენტრ-პოინტი" გაიყიდა და მისი მფლობელი უცხოური კომპანია "დექსუსი" გახდა. ქართული კომპანიები უცხოელების ხელში მეთოდურად გადადის. ექსპერტთა აზრით, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ეს, რა თქმა უნდა, ქართული ბიზნესისთვის არცთუ კარგი შედეგის მომტანი იქნება.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.11.2010

      ქართულ ბაზარზე 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წილი, დაახლოებით, 10-15%-ია. სპეციალისტების განცხადებით, იმპორტირებული პროდუქტები თითქმის მთლიანად გენმოდიფიცირებულია - სოიო, ბრინჯი, პომიდორი, ლობიო, იმპორტირებული ხილი, ასევე ხორცპროდუქტები. ექსპერტების განცხადებით, სოფლის მეურნეობაში სწორი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ეკოლოგიურად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით 10-12 მილიონი ადამიანი გამოკვებოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.11.2010

    ენერგეტიკის სამინისტროს მიერ პოტენციურ ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით 2017 წლამდე ჰესების მშენებლობისთვის 2,318 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მემორანდუმებს ხელშეკრულებების გაფორმება მოჰყვა და ინვესტორებმა ჰესების მშენებლობა არ გადაიფიქრეს. გაურკვეველია, რა ფაქტებს ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ენერგეტიკაში 7-8 წლის განმავლობაში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

    მარი ჩიტაია
    09.11.2010

      უცხოური ბაზრით დაინტერესება ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია, რის გამოც ქართული ნაწარმი ქვეყნის გარეთ ინტენსიურად გადის, მათ შორის ისეთიც, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად რეალიზებადია. ამიტომ ხშირად ისეთი პროდუქტი გადის ექსპორტზე, რომლის გაყიდვები წინა წლებში საკმაოდ ნელი ტენდენციით ხასიათდებოდა. როგორც წესი, ქართული თხილით შიდა ბაზარი განსაკუთრებულ ინტერესს არასდროს იჩენდა და პროდუქტიც უფრო საერთაშორისო ბაზრებზე იყიდებოდა, განსაკუთრებით თურქეთში. რაც შეეხება კაკალსა და წაბლს, ქვეყნის გარეთ მათი რეალიზაცია მხოლოდ ამ უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა. ევროპულ ბაზრებზე მოსახვედრად გამზადებული პროდუქცია შიდა ბაზარზეც ძვირია.

    მარი ჩიტაია
    09.11.2010

      უცხოური ბაზრით დაინტერესება ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარულია, რის გამოც ქართული ნაწარმი ქვეყნის გარეთ ინტენსიურად გადის, მათ შორის ისეთიც, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად რეალიზებადია. ამიტომ ხშირად ისეთი პროდუქტი გადის ექსპორტზე, რომლის გაყიდვები წინა წლებში საკმაოდ ნელი ტენდენციით ხასიათდებოდა. როგორც წესი, ქართული თხილით შიდა ბაზარი განსაკუთრებულ ინტერესს არასდროს იჩენდა და პროდუქტიც უფრო საერთაშორისო ბაზრებზე იყიდებოდა, განსაკუთრებით თურქეთში. რაც შეეხება კაკალსა და წაბლს, ქვეყნის გარეთ მათი რეალიზაცია მხოლოდ ამ უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა. ევროპულ ბაზრებზე მოსახვედრად გამზადებული პროდუქცია შიდა ბაზარზეც ძვირია.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.11.2010

      ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. ოპეკის "კალათის" ფასი 84 დოლარს შეადგენს. 1 ბარელი "შავი ოქროს" ღირებულებამ კი 88 დოლარს მიაღწია. ამ დროისთვის, საქართველოს საცალო ბაზარზე ბენზინიისა და დიზელის გაძვირება არ იგეგმება. ექსპერტების განცხადებით, ნავთობკომპანიებს გაძვირების საფუძველი არ აქვთ, ვინაიდან ისინი საწვავს ისედაც მაღალი მარჟით ყიდიან. გარდა ამისა, ლარი დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება, რაც იმპორტირებულ საწვავზე დაბალი ფასების შენარჩუნების საფუძველს ქმნის.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.11.2010

      სექტემბრის შემდეგ სარეკლამო ბაზარი გააქტიურდა, თუმცა აქტივობა ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს მაინც ჩამორჩება. ქართველი და უცხოელი ექსპერტების განცხადებით, საქართველოში სარეკლამო ბუმი 2012 წელს იქნება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ეკონომიკური აქტივობა საქართველოში.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.11.2010

      პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის უწყებამ მორიგი ტყუილი გაავრცელა. პრემიერის ინდოეთში ვოიაჟის შემდეგ მისმა პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ "ხუდონჰესით" ინდური კომპანია დაინტერესდა. არადა ზაფხულში "რეზონანსთან" საუბარისას ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილე მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, რომ ინდური კომპანია "ტრანსელექტრიკი" "ხუდონჰესის" მშენებლობას 2011 წლიდან დაიწყებდა. ინდურ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2007 წელს გაფორმდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.11.2010

    ინდუსტრიული ზონის გახსნის წინ არაბებმა ფოთის პორტის გაყიდვაზე გააკეთეს განცხადება. თავად არაბული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პორტი მათთვის სტრატეგიული აქტივი არ არის. მოგვიანებით, საქართველოს წარმომადგენლობამ ეს ინფორმაცია უარყო. თუმცა, ექსპერტების განცხადებით, ინდუსტრიული ზონის მშენებელი კომპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლის მიერ ასეთი განცხადება, ინვესტორებისთვის საკმაოდ ცუდი გზავნილია. არადა, მთავრობის წევრებმა ფოთში ინვესტიციების მოსაზიდად მსოფლიოს რამდენჯერმე შემოუარეს.

    ნატა გიორგაძე
    27.10.2010

      მცირე მეწარმეები ისევ ფიქსირებული გადასახადის შემოღებას ითხოვენ და ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. ამ მოთხოვნას ისინი პარასკევს საკრებულოსთან გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ და სხვა მოვაჭრეებსაც ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.10.2010

      იმ სუპერმარკეტების ან ბაზრების მფლობელები, სადაც ხორცი სასაკლაოების მიერ გაცემული ფორმა 2-ის გარეშე გაიყიდება 1000-დან 1500 ლარით დაჯარიმდებიან. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 6 სასაკლაო ფუნქციობს. მოკლე ხანში კიდევ 6 გაიხსნება. იმ რეგიონებში, სადაც სასაკლაოები არ არის, ხორცის რეალიზაცია ისევ ვეტექიმის მიერ გაცემული ფორმა 2-ით არის ნებადართული, თუმცა ამ საბუთით ამ ხორცის რაიონის გარეთ გამოტანა აკრძალულია.

    ქეთი თოდუა
    26.10.2010

      თბილისის ქუჩებში დღითი დღე სულ უფრო ბევრ ადამიანს შეხვდებით, რომლებიც გორგოლაჭებით, სკეიტბორდით, თვითმგორავებით სრიალებენ. ეს მათთვის გართობის ერთ-ერთი ექსტრემალური სახეობაა. გორგოლაჭებიანი თუ სკეიტბორდიანი ახალგაზრდების მომრავლება დადებითად აისახება ამ სპორტული აქსესუარების ბიზნესზე.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter