სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    04.05.2010

      სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების მიმართ ინტერესს ქართველი მომხმარებელი ბოლო დრომდე ინარჩუნებს. ამ ბიზნესის წარმომადგენლები თვლიან, რომ ჯანმრთელობისთვის ფულის ხარჯვა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც მატერიალური შესაძლებლობა მცირედით მაინც უწყობს ხელს, არ ენანება. ეს გამოჩნდა კრიზისის პერიოდშიც, როდესაც სპორტული კოპლექსების მომხმარებელთა უმრავლესობამ ფულის დაზოგვა სხვა მიმართულებით არჩია და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის თავი არც რთულ პერიოდში დაუნებებია.

    მარი ჩიტაია
    01.05.2010

      ოფიცილაური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა მონაცემებს და მათ შრომის ანაზღაურებას შეეხება, ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოს კვლავ ხანგრძლივი გზა რჩება გასავლელი. ექსპერტთა აზრით, ძლიერი სქესისთვის ხელფასების მოცულობის 1.6-ჯერ მეტობას (ქალბატონების ხელფასებთან შედარებით) სრულიად ბუნებრივად და მისაღებად მიიჩნევენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    01.05.2010

      მთავრობის ოპტიმიზმს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდიც შეუერთდა. სტატისტიკა კი პირველი კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, დაახლოებით, 2 თვეში გამოაქვეყნებს. მთავრობის თავდაპირველი პროგნოზით, 2010 წელს ეკონომიკა 2%-ით უნდა გაზრდილიყო, ეს პროგნოზი სავალუტო ფონდმაც გაიზიარა, თუმცა აღნიშნა, რომ 2%-იანი ზრდის მისაღწევად 1 მილიარდი დოლარის ინვეტიციის განხორციელება იყო საჭირო.

    მარიამ ხიდაშელი
    30.04.2010

      სიღნაღის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები ხელფასს დღემდე ითხოვენ. მთავრობა კი თვლის, რომ ყველაფერი კარგად არის და სიღნაღში რეაბილიტაციის მეორე ეტაპს იწყებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    28.04.2010

      რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების იმედი ერთობ მოეძალა. ამჯერად მოსკოვში დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ორგანიზაციის წევრობაში ხელს ვერავინ შეუშლით და წლის ბოლომდე საწადელს მიაღწევენ. ჩრდილოელი მეზობლების სურვილი უტოპიაშიც კი გადაიზარდა. კერძოდ, კრემლში ამტკიცებენ, რომ საქართველოს მსო-ში ჩამოერთვა უფლება, რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვეტო დაადოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.04.2010

      წინა კვირას გაირკვა, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის სამედიცინო პოლისის 12 ლარად გაყიდვა მომგებიანია. მოსახლეობას კი გაუჩნდა კითხვები, რატომ არის კორპორაციული და ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის თითქმის იგივე პაკეტი 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო ძვირი. დაზღვეულებისთვის ასევე გაუგებარია იმ მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები, რომელშიც საკმაოდ დიდ თანხას იხდიან.

    მარი ჩიტაია
    27.04.2010

      ელემენტების ბიზნესი ერთ-ერთია, რომელიც მაღალი მოთხოვნის პირობებში სტაბილურობას ინარჩუნებს. მყიდველი ამ სეგმენტს თითქმის არ მოკლებია. ბოლო პერიოდში ფასიც შეიცვალა და თითო ელემენტი, დაახლოებით, 5-10 თეთრით გაძვირდა, ზოგი დასახელების ნაწარმი - მეტადაც.

    მარი ჩიტაია
    24.04.2010

      ოთხი დღის წინათ ზესტაფონში მეტალურგების მიერ მოწყობილი გამაფრთხილებელი აქცია გუშინ დილიდან გაფიცვაში გადაიზარდა. მუშათა მოთხოვნების მიმართ ქარხნის ხელმძღვანელთა გულგრილობამ ხალხი საპროტესტოდ განაწყო. გაფიცულები შელახული უფლებების დასაცავად იბრძვიან.

    ელზა წიკლაური
    24.04.2010

      სასტუმროების მეპატრონეები მომსახურების ფასების გაზრდას არ გეგმავენ, ფასების მატება ჯერჯერობით არც სილამაზის სალონებსა და მომსახურების სფეროს სხვა სეგმენტში იგეგმება. ყველა ამ ბიზნესის მფლობელი თუ მომუშავე პერსონალი აცხადებს, რომ თუ ფასის მატება მოხდა, ამით ისინი საკუთარ ბიზნესს განაჩენს გამოუტანენ.

    მარი ჩიტაია
    24.04.2010

      წლეულს ტურისტული სეზონის გააქტიურებას ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ექსპერტებიც კი ვარაუდობენ. რა თქმა უნდა თუკი ბუნების მზაკვრული გამოვლინებები არ იქნება და სტიქია არ იქცევა დამსვენებელთა საფრთხედ. სხვა მხრივ, წესით, სერიოზული პრობლემები არ გველოდება.

    მარი ჩიტაია
    23.04.2010

      მოლოდინი, რომ სარეკლამო ბაზარზე არსებული პრობლემები ამ დროისთვის დაიძლეოდა, არ გამართლდა. მუშაობის გააქტიურება ვერც გაზაფხულიდან მოხერხდა. იმედისმომცემი არც სამომავლო პროგნოზია. სპეციალისტების ვარაუდით, ვითარების გაჯანსაღება წარმოუდგენელია მინიმუმ ოქტომბრამდე. გერმანელი ექსპერტების აზრით, რომელსაც ქართველი პიარკომპანიის წარმომადგენელიც ითვალისწინებს, მდგომარეობა, დაახლოებით, 2012 წლამდე არ შეიცვლება. თუმცა რამდენადმე შეიძლება მოხდეს ინტერნეტ-რეკლამის გააქტიურება.

    მარი ჩიტაია
    22.04.2010

      ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა ქართული ბიზნესის ყველა სეგმენტზე ნეგატიური გავლენა მოხდინა. მიუხედავად ამისა, ბიზნესის ცალკეული მიმართულებები აქტიურობას ინარჩუნებენ. ამისთვის ხელშემწყობი გარემო არის სეზონი. მისი მეშვეობით ბიზნესის ზოგიერთ დარგში სასიკეთო ძვრებია მოსალოდნელი.
      თუმცა ასეთ მოსაზრებას დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გაიზიარებს. მით უფრო ექსპერტები, რომლებიც ბიზნესის წარმატების მოკლევადიან პერსპექტივასაც დიდი კითხვის ქვეშ აყენებენ. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ბიზნესის აბსოლუტურად ყველა სეგმენტი წარუმატებელია.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter