სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    04.09.2010

      "ცენტრ-პოინტის" ახალი მმართველი ერთ-ერთი ქართული ბანკია, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. კომპანიის დამფუძნებლები აღიარებენ, რომ "ცენტრ-პოინტის" რესურსები ამოწურულია და მოსახლეობის წინაშე აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას ახალი კომპანიის მეშვეობით ცდილობენ.

    ნანა ლაღაძიშვილი
    04.09.2010

      სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ქართული კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდანენ და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ჯილდოს მოპოვებასაც ახერხებდნენ. მსგავსი პროექტები ხელს უწყობდა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით პასიურობა თვალშისაცემი გახდა. ამის მიზეზი, ალბათ, არსებული კრიზისული სიტუაცია გახდა, რის გამოც კომპანიები ვერარ ახერხებენ გამოფენაში მონაწილეობისთვის საჭირო თანხების მობილიზებას.

    ნანა ლაღაძიშვილი
    03.09.2010

      ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად გვახსენებენ, რომ სამუშაო ადგილების შექმნა მათი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტია. ამის მიუხედავად უმუშევრობა კვლავ უპირველეს პრობლემად რჩება და უახლოეს მომავალში სიტუაციის მკვეთრად გამუმჯობესების მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს. "რეზონანსი" დაინტერესდა რამდენად ძალუძს ადგილობრივ ბიზნესს სამუშაო ადგილების შექმნა.

    ნანა ლაღაძიშვილი
    31.08.2010

      არსებობენ ადამიანები, რომლებიც, მზესუმზირებზე ოცნებობენ და რამდენიმე მილიონ დოლარსაც არ დაიშურებენ ამ ოცნების ასრულებისთვის, მაგრამ ასეთი "მზესუმზირები" ერთია. მისი დაუფლების მსურველი კი - ბევრი. მილიონებს ვან გოგის "მზესუმზირებში" იხდიან, თორემ კახეთში მზესუმზირის ყანები საკმაოდ იაფი ღირს. უამინდობის გამო, ვერც მზესუმზირის მოსავალით იწონებენ თავს კახელები. თუმცა ამ ეტაპზე "ბიზნეს-რეზონანსი" არა მზესუმზირის მოსავალით, არამედ ზეთის წარმოებით დაინტერესდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.08.2010

      ერთ კვირაში რთველი დაიწყება. რა რაოდენობით თანხა გამოიყოფა რთველის სუბსიდირებისთვის ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. არც ის არის ცნობილი, რა რაოდენობის ყურძენს მიიღებს ქვეყანა. თუმცა, ექპერტების ვარაუდით, მოსავალი მცირე იქნება, დაახლოებით, 100 ათასი ტონამდე, ვინაიდან გაზაფხულის მიწურულს მოსულმა სეტყვამ დიდი რაოდენობით ვენახი გააფუჭა.

    მარი ჩიტაია
    17.08.2010

      საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების პროექტირება-დიზაინი ერთ-ერთი ძვირადღირებული მომსახურებაა და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის "ფუფუნებას" წარმოადგენს. ამგვარი ხარჯების გაწევას მყარი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც ერიდებიან, რაც საზოგადოებაში არსებული მაღალი რისკების მოლოდინითაა გამოწვეული.

    მარი ჩიტაია
    15.08.2010

      ქართული ცხვარი შეიძლება გადაშენების საფრთხის წინაშე დადგეს. ხელისუფლება აქცენტზე მხოლოდ ექსპორტზე აკეთებს, ცხვრის მოშენებაზე კი არავინ ზრუნავს. არ არსებობს გეგმა, რა რაოდენობის ცხვარი შეიძლება გავიდეს საქართველოდან, ან რა ზომები შეიძლება გატარდეს მათი გამრავლებისთვის.

    ელზა წიკლაური
    10.08.2010

      ქართული ცხვრის შემდეგ მოთხოვნა იზრდება ქართულ ბაყაყზეც. ცხვრის ექსპორტი, ძირითადად, აზიის ქვეყნებში ხორციელდება, ბაყაყს კი ევროპელები ითხოვენ, განსაკუთრებით ფრანგები. ორივე შემთხვევაში ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა პროდუქციის ხარისხს და, რა თქმა უნდა, სიიაფეს უკავშირდება. მომავალში გამორიცხული არ არის, რომ მოთხოვნა ქართულ ნაგაზზეც გაჩნდეს, ამის მიზეზი კი, არც მეტი არც ნაკლები, მისი ენდემური თვისებები გახდეს.

    მარი ჩიტაია
    10.08.2010

      ზაფხულის ცხელი დღეების გავლენა ნაყინის რეალიზაციაზე მნიშვნელოვნად აისახა. პროდუქციის მწარმოებლები ამბობენ, რომ სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, როცა უამინდობის გამო გაყიდვები შემცირებული იყო, სერიოზული ზრდაა. რაც შეეხება წინა სეზონს, ნაყინის ბიზნესის წარმომადგენლები ანალიზს სეზონის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. წინასწარი ვარაუდით, წელს ამ ბიზნესისთვის წარმატებული სეზონია და გაყიდვების კარგი მაჩვენებელი 2 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.08.2010

      "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილ მმართველ ანზორ ქოქოლაძეს შეიძლება 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ. ქოქოლაძეს 7 მილიონ ლარზე მეტის დამალვას ედავებიან. ქოქოლაძის გარემოცვა ამტკიცებს, რომ ბიზნესმენის დაკავება "თიბისი ბანკის" მენეჯმენტის ძალისხმევით მოხდა, ვინაიდან ქოქოლაძე "თიბისი ბანკის" მიერ წართმეული აქციების დაბრუნებას ცდილობდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.08.2010

    ბოლო დროს მთავრობა დღგ-ს გადასახადის დაბრუნებაზე აქცენტს ხშირად აკეთებს. ექსპერტების განცხადებით, ამ თემით ახალ კოდექსში ჩადებული იმ გადაწყვეტილების გადაფარვა ხდება. ექსპერტების მონაცემებით, წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ, დაახლოებით, 300-400 მილიონი ლარის დღგ უნდა დააბრუნოს. სინამდვილეში კი მხოლოდ მეათედს აბრუნებს ან იმასაც არა.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.08.2010

    ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვას იგვიანებს. ენერგეტიკოსების ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ინვესტორთან ურთიერთობა მემორანდუმის დონეზე რჩება. უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ჰესების მშენებლობა სატენდეროდ ისე მზადდება (ან საერთოდ ტენდერის გარეშე სთავაზობენ ინვესტორს), რომ შესწავლა არ ხდება თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს ამ მშენებლობის შედეგად. სპეციალისტების განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შესწავლის გარეშე ნორმალური ინვესტორი ქვეყანაში არ შემოვა. არადა, მთავრობა ამ საკითხის გადაჭრას ჯერ კიდევ ე.წ. "50-დღიანი პროგრამის" ფარგლებში აპირებდა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter