სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნანა ლაღაძიშვილი
    03.08.2010

    რომელი უფრო ადრე იყო - კვერცხი თუ ქათამი? ეს სახუმარო შეკითხვა "რეზონანსმა" უფრო განავრცო და მოდით, ამგვარი შეკითხვა ქართულ სინამდვილესთან შეფარდებით ოდნავ სხვანაირად დავსვათ - რომელი ბიზნესი უფრო მომგებიანი და წარმატებულია - ქათმის ხორცისა თუ კვერცხის?

    ნანა ლაღაძიშვილი
    03.08.2010

    საბჭოთა რეჟიმის დაშლის შემდეგ კი ქართული აბრეშუმი, შალი, ჩითი თუ ბამბა უცხოურმა ჩაანაცვლა. საფეიქრო წარმოება ვეღარ განვითარდა, თუმცა სამკერვალოების ბიზნესი ნელ-ნელა ისევ აღორძინდა, ოღონდ "ჯორჯო არმანის" თუ "კელვინ კლაინის" იარლიყებს ამოფარებული.

    ელზა წიკლაური
    28.07.2010

      სააკაშვილის შემდეგ ინვესტიციების მოზიდვაზე აქტიური მუშაობის დაწყების დირექტივა თბილისის მერმა გიგი უგულავამაც გასცა. პრეზიდენტისგან განსხვავებით, უგულავამ ეს მითითება ქალაქის მთავრობის წევრებს მისცა და კონკრეტული ვადაც დაუსახელა. რამდენად შეძლებენ ქალაქის მთავრობის წევრები ამ ბრძანების შესრულებას იმ ფონზე, როდესაც მთლიანად ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, რთული სათქმელია, თუმცა დავალება დავალებაა და ის თბილისის მთავრობას უკვე მიღებული აქვს.

    მარი ჩიტაია
    23.07.2010

      ქართველი ბიზნესმენები სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მათ საყვედურებს ბოლოს არც უცხოელებმა დააკლეს და მორიგი ლანძღვა ქართულმა ბიზნეს-სპექტრმა უკვე ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენრტისგანაც იგემა.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.07.2010

      საქართველოთი უცხოელები დაუცველი, დაბეჩავებული, დაბალანაზღაურებადი მუშახელის გამო ინტერესდებიან. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებში აცხადებენ, რომ საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა საკუთარი დასაქმებულების დასაცავად. კერძოდ, უცხოურ კომპანიებში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს სოციალური გარანტიები და ანაზღაურება მიახლოვებული მაინც უნდა იყოს იმ ქვეყნებთან, საიდანაც ეს კომპანიები არიან.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.07.2010

      ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცება, როგორც მოსალოდნელი იყო, შემოდგომისთვის გადაიდო. მთავრობის დაპირება, რომ კოდექსში ბიზნესმენების მოთხოვნები 80%-ით გაითვალისწინეს, სიცრუე აღმოჩნდა. სპეციალისტების განცხადებით, გარკვეული მუხლები ჩასწორდა, თუმცა შესაცვლელი კიდევ ბევრია. მთავრობის სურვილით, კოდექსის გარკვეული მუხლები ძალაში 1-ლი აგვისტოდან უკვე უნდა შესულიყო.

    მარიამ ხიდაშელი
    17.07.2010

      ვაკის "ლეჩკომბინატი" რუსული სადაზღვევო კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა 7,3 მილიონ დოლარად იყიდა. "ლეჩკომბინატის" ახალი მფლობელი კომპანია "დილას" დამფუძნებლები, რუსული სადაზღვევო კომპანიის "რესო გარანტის" აქციონერები არიან.

    მარი ჩიტაია
    16.07.2010

      გვალვებისა და მაღალი ტემპერატურის გამო ხორბლის მოსავალმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იკლო. შექმნილ დეფიციტს უკვე მოჰყვა ფასების ზრდა. ამინდმა მოსავალი მნიშვნელოვნად დააზარალა უცხოეთის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მსოფლიოს ხორბლითა და ფქვილით უზრუნველყოფენ.

    მარი ჩიტაია
    14.07.2010

      ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ბოლო დროს საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია ვრცელდება. ცვლილება ღვინის ექსპორტის ზრდას შეეხება. რუსული ბაზრის დაკარგვის შემდეგ ალტერნატიული ბაზრის მოძიება ქართველი მეღვინეებისთვის რთული აღმოჩნდა, რის გამოც ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე საკმაოდ დიდი მაჩვენებლებით განაგრძობდა კლებას.

    ელზა წიკლაური
    06.07.2010

      სახელმწიფოს მევალეებმა ბიუჯეტში ვალის დაბრუნება დაიწყეს. საუბარია 2008-2009 წლებში განხორციელებულ "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში გაცემულ თანხებზე, რომელიც მთავრობამ 7 წლის ვადით, საკმაოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით გასცა. თავად პროგრამა კი, მიმდინარე წელს უკვე აღარ განხორციელებულა. ერთადერთი, სადაც პროგრამა გაგრძელდა, თბილისი იყო. მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 1 მილიონი ლარი გამოიყო.

    მარი ჩიტაია
    02.07.2010

      საქართველოში საერთაშორისო ავიარეისებზე ბილეთების მაღალი ფასი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ერთხელ კიდევ მოექცა. ძვირადღირებული ტარიფები ამჯერად ეკონომიკის მომავალმა მინისტრმა გააპროტესტა. ვერა ქობალია საერთაშორისო ფრენებზე ბილეთების სიძვირეს გაუმართლებლად მიიჩნევს.

    მარი ჩიტაია
    02.07.2010

      ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან ახალი ბაზრის ათვისების შესახებ საუბარი უკვე ნაკლებად ისმის. სიმართლე ითქვას, სალაპარაკოც არაფერი აქვთ. ჩვენმა პროდუქციამ რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ ალტერნატიული ბაზრები ჯეროვნად ვერ მოიძია და ვერც აითვისა. ევროპული ბაზრისკენ ახალი საბაზრო გზა, გასაგები მიზეზების გამო, ფაქტობრივად, ჩაიკეტა. ხარისხის თანამედროვე სტანდარტებისადმი შეუსაბამობა სერიოზულ დაბრკოლებად გვექცა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter