რეზონანსი
20.10.2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი ხუთი ადამიანის მკვლელობიდათვის მსჯავრდებული ნოდარ გამყრელიძე, გარდაიცვალა. ინფორმაციას გამყრელიძეების ოჯახის ადვოკატი, გილერ ენდელაძე ადასტურებს.

ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ 59 წლის ნოდარ გამყრელიძე, ციხეში სიმსივნით დაავადდა, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ციხეში სიმსივნე გაუჩნდა. რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ მისი განკურნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ავადმყოფობის გამო, ნოდარ გამყრელიძე ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს, თუმცა, ის კომაში ჩავარდა და შვილმა მასთან დალაპარაკება ვერ მოახერხა. ტრაგიკული ბედის მქონე კაცი იყო, უძლიერესი სპეცრაზმელი, საუკეთესოდ მომზადებული, პირველი მართავდა საომარ კატარღას საქართველოში, იყო აფხაზეთის ომის მონაწილე და ბევრი ქართველი ჰყავს გადარჩენილი. ასე მძიმედ წარიმართა და დასრულდა მისი ცხოვრება. წარმოიდგინეთ, მისი დის, ანა გამყრელიძის მდგომარეობა-მოუკვდა დედ- მამა, დაეღუპა ორი ძმა, რძალი და ორი უახლოესი ნათესავი. ალბათ, საუკუნეში ერთხელ ხდება, ასეთი მძიმე ამბები“, - განაცხადა ენდელაძემ.

ნოდარ გამყრელიძეს ოცწლიანი პატიმრობა თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წელს მიუსაჯა.

დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო საჩივრის განხილვამდე, მსჯავრდებული გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×