რეზონანსი
05.02.2023

10 თვის წინ საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კაცს მისი ოჯახი და მეგობრები ეძებდნენ.  სამართალდაცავებმა 30 წლის ელბრუს გარაჯაევის ბურუსით მოცული გაუჩინარების საქმე გახსნეს. დააკავეს 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

„პრაიმტაიმმა“ მომხდარი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები გაარკვია. 

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა კაცის მკვლელობის მოტივი ცოლზე ეჭვიანობა გახდა.

მოკლულის ძმა ელვარ გარაჯაევი ყვება, როგორ მოკლეს მისი ძმა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილის ცხედარი რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას გადაიტანეს. 

„ცოლი ახლოს არ უშვებდა, არც სახლში. უკვე 5-6 თვის ფეხმძიმე იყო, აღარ ჰქონდა ჩემს ძმასთან კონტაქტი. მარტში 15-დან 20 რიცხვამდე აიღო შვებულება. მე დილიდან საღამომდე ვმუშაობდი და შემდეგ გავიგე, რომ უთვალთვალებდა თავის ცოლს, ეჭვი ჰქონდა ალბათ რაღაც... დაურეკა ელჩინს, კაცს რომელზეც ჰქონდა ეჭვი და დაუთქვა შეხვედრა. ელჩინმა შეცვალა შეხვედრის ადგილი და დაიბარა გარაჟში, ხელოსანი ყოფილა მანქანის. როცა მივიდა მასთან ჩემმა ძმამ დაუწყო ცემა. ელჩინს დაუწყია ყვირილი დამეხმარეთო. ვიღაც ორი კაცი გადმოსულა მანქანიდან და რკინა ჩაარტყეს თავში. მათ ჩემი ძმა ეჭირათ ხელში, ელჩინმა კი დანა ჩაარტყა ყელში ორჯერ...“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას მოკლულის ძმა. 

მოკლული საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენება მომდევნო კვირაში იგეგმება.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×