რეზონანსი
17.02.2023

გია სურამელაშვილის პაროდიები ხშირად სატელევიზიო შოუებშიც გვხვდება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სასიამოვნო აღარ არის. შოუმენ ვასო ფხაკაძე მომღერლის ადვოკატმა ოფიციალური გაფრთხილება მისცა, რომ სურამელაშვილის გაშარჟება შეწყვიტოს. ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ მომღერალს ესაუბრა.

„ჯერჯერობით, ვასოსთვის არ მიჩივლია, მაგრამ გაფრთხილება მივეცი. თათიას ვწერდი და ვეუბნებოდი, რომ ეს ყველაფერი არ მსიამოვნებდა. ამდენი წლის მეგობრობა, ახლობლობა გვაკავშირებს, არ გაითვალისწინეს და ნაწყენი ვარ.

მე თუ რამე სახალისოს ვიღებ და ვდებ, ეს მხოლოდ ჩემი პოპულარობისა და რეიტინგისთვისაა. „ტიკტოკზე“ ამ ყველაფერს ნახევარი და მილიონი ნახვა აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ დაუკითხავად ანალოგი გადაიღოს და სატელევიზიო სივრცეში გაუშვას, დამეკითხე მაინც... როგორც ყოველთვის, ძალიან შინაურულად ვეუბნებოდი ყველას, საქმის კურსში იყვნენ. სპეციალურად მაგის გამო, ტელევიზიაში არ მივიდოდი. 

არ გაითვალისწინეს და ყელში ამოვიდა. არ მიჩივლია, თუმცა ოფიციალურად მოვითხოვე, რაც მინდოდა. მეორე დღეს გადაცემა უნდა გასულიყო და აღარ გავიდა... მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, კიდევ უშვებდნენ. 

მე ყველა მიყვარს, პატივს ვცემ, რომელ ტელევიზიაშიც მივდივარ, რეიტინგს ვდებ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. თან იყო უნიჭოდ გადმოცემული სკეტჩები, სულელურად დამატებული რეპლიკები...“ - განაცხადა მომღერალმა.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×