რეზონანსი
25.04.2023

კახეთში, ბებიის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებულს, თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან. ჩვენებაში, რომელიც 77 წლის ქალმა გამოძიებას მისცა, ის ამბობს, რომ 26 წლის შვილიშვილი, ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა.

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და შემდეგ, ძარცვისთვის არის ნასამართლევი.

ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მომხდარ ფაქტზე, უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც მამაკაცის მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის სახე უნდა დაადგინოს, ან ბრალის გაუპატიურებად გადაკვალიფიცირება გამოიწვიოს.

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×