რეზონანსი
12.12.2023

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 21 წლის კახა კობახიძე მამის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო. უმძიმეს საქმეზე მსაჯულებმა უპრეცედენტო ვერდიქტი გამოიტანეს.

კახა კობახიძის ადვოკატი, მარიამ გალჩევა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საქმის მიმდინარეობაზე და გასულ რთულ 7 თვეზე საუბრობს, რომელიც ბრალდებულთან ერთად მისმა უფლებადამცველებმაც გამოიარეს.

ვერ ვიტყვი, რომ იმედიანად ვიყავი ეს 7 თვე, თუმცა, იმის იმედი ნამდვილად გვქონდა, როდესაც ნაფიცი მსაჯული მოისმენდა მტკიცებულებებს, ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიეღო. შურისძიების მოტივზე ხდებოდა ბრალდების მხრიდან აპელირება. ნაფიცი მსაჯულების ასეთი ჩართულობა სასამართლო პროცესებზე არ მინახავს, ზღვა კითხვები ჰქონდათ. 

ამ ოჯახში დედა და ბავშვები მამის მხრიდან უმძიმესი ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. დაღუპული ახალი გამოსული იყო ციხიდან. 2020 წელს დაიჭირეს. წარსულში რამდენიმე  საქმეზე იყო ნასამართლევი: ქურდობა, ძარცვა ძალადობრივი ქმედებები, პოლიციელზე თავდასხმა.

როდესაც ბრალდებულს შევხვდი ციხეში, სულ პირველად ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი ჰქონდა, ერთი კვირის მანძილზე საერთოდ არ ეძინა, დღემდე ასეა, ძლივს ესწრებოდა პროცესებს. 

როცა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება მოისმინა თქვა:

„მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს და რა შედეგიც არ უნდა დამდგარიყო, მე ისედაც მკვდარი ვარ, რადგან ვერასოდეს ვერ გამინელებს იმ ტკივილს, რა ტკივილიც ახლა მაქვს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×