რეზონანსი
13.04.2024

დათო ხუჯაძე მალე მესამე შვილის მამა გახდება, თუმცა მომღერლის ცხოვრებაში, მხოლოდ ეს სიახლე არ არის. მას მესამედ უქორწინია! როგორც "პრაიმტაიმს" სანდო წყარომ უთხრა, თაკო თუხაშვილზე ხუჯაძემ გასული წლის სექტემბერში იქორწინა. მომღერალი თავის მეორე ცოლთან, ეკა დალაქიშვილთან უკვე ერთი წლის გაყრილი იყო. ამ პატარა ქალაქში, მომღერალმა განქორწინება და ხელახლა ქორწინება, უხმაუროდ, მშვენივრად შეძლო. 

დათომ ეკა დალაქიშვილზე 2021 წელს იქორწინა, ჩაქვში, სასტუმრო-კომპლექს "ოაზისში" გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და ცნობისმოყვარე საზოგადოებას რჩეული ასე გააცნო. წყვილს შვილი ილა შეეძინა. ეს მომღერლის მეორე ქალიშვილია. უფროსი შვილი, მელანო ხუჯაძე კი უკვე 14 წლისაა. მელანია, დათო ხუჯაძეს პირველი ქორწინებიდან, ნათია ონიანისგან ჰყავს. წყვილი მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე წელში, ქორწინება გაყრით დასრულდა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხუჯაძემ 38 წლის თაკო თუხაშვილზე რამდენიმე თვის წინ იქორწინა. მომღერალი ივნისის ბოლოს ვაჟს ელოდება. ორი ქალიშვილის შემდეგ, ვაჟის დაბადება, მამას ძალზე აბედნიერებს.

"დიახ, შვილს ველოდები, მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი სიხარულია და ამაზე საჯაროდ საუბარი არ მსურს"  - უთხრა დათომ "პრაიმტაიმს". 

წყარო: პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×