ია აბულაშვილი
12.08.2020

გია იაკობაშვილმა, სოსო მანჯავიძემ და ია მეტრეველმა არასამთავრობო ორგანიზაცია "დავასრულოთ" დააფუძნეს. მათი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა საკუთარ სამშობლოსთან მებრძოლი კლასტერი. ამიტომ მიზანი არის "ნაციონალური მოძრაობა" და მის მოკავშირეები გავიდეს პოლიტიკური ველიდან და ქვეყანაში დაიწყოს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები.

როგორც ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ია მეტერველმა განაცხადა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს "ნაცონალური მოძრაობა". მას უდიდესი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ქვეყნისთვის, რაზეც პასუხი არ უგია და კვლავ სურს ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს კი დაუშვებელია.

ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია იაკობაშვილმა პირდაპირ დაადანაშაულა ნაცმოძრაობა დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობაში. მათთან ბრძოლის მთავარი მომენტი კი არის ხალხის გული და ენთუზიაზმი.

"ხედავთ, რას აკეთებს ამ ბოლო დღეებში "ნაციონალური მოძრობა" პირდაპირ გვამებზე ცეკვავენ, არ იციან ხელისუფლებაში როგორ დაბრუნდნენ. ჩვენი მიზანია ქვეყნის და საზოგადოების სიკეთე, მაგრამ სანამ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, ქვეყანაში სულ იქნება დესტაბილიზაცია, ამიტომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა დამთავრდეს.

ბრძოლის მრავალი მეთოდი არსებობს, იქნება ეს სოციალური ქსელები თუ კლიპები. თითქოს ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ფულია, მაგრამ მთავარი არის გული და ენთუზიაზმი", - განუცხადა "რეზონანსს" გია იაკობაშვილმა.

სოსო მანჯავიძის თქმით, დიდი ხანია ჰქონდათ ორგანიზაციის დაფუძნების იდეა, მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა მისი განხორციელება. 

"საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა საკუთარ სამშობლოსთან მებრძოლი კლასტერი; ტრიადა, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, რომელებიც აწესებენ დღის წესრიგს.

მათთვის ქართული ღირებულებები და ტრადიციები მიუღებელია, როგორ ებრძვიან ეკლესიას, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ეკონომიკაში ამკვიდრებენ ნეოლიბერალურ პრინციპებს და ა.შ.

ჩვენი მიზანი არის ამ დანაშაულებრივი ტრიადის განეიტრალება. პირველ რიგში მოვახდენთ თანამოაზრეების კონსოლიდაციას, ასევე ვაპირებთ ზეწოლა მოვახდინოთ საკანონმდელო ორგანოზე, რათა შეიქმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდავს ბაკქანალიას მედიაში, ფეიკნიუსებს, წინასწარ განზრახული მავნებლური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის თუ აქციები დაგვჭირდა, აქციებსაც გავმართავთ.

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი ანასხლეტები უნდა გავიდნენ პოლიტიკური ველიდან და ქვეყანაში დაიწყოს ჯანსაღი პოლიტიკურ პროცესები"- განაცხადა "რეზონანსთან" სოსო მანჯავიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
ქოცებს რააა...?!   (15.08.2020)
თქვენი დედას შევეცი

***   (13.08.2020)
ეს უფრო "გაბუტულია" , თორე იმას ვინ ეკითხება!

///   (13.08.2020)
რომელი უფრო "გაბუტულია"?

-.-.   (13.08.2020)
ახლა "გაბუტულია"? თუ სულ "გაბუტულია"?

---   (13.08.2020)
"ვოლსკის" თქმისა არ იყოს "გაბუტულია":)

41   (13.08.2020)
იას გია რომ უზის ქმარი სად ყავს?

Robi   (13.08.2020)
Didi xania eseni dasamtavrebi iyvnen,gmertma xeli mogimartot


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×